| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

15 სექტემბერს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა ჟირმულითა და დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით აღიმართა სახელმწიფო დროშა.
დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყვეს და მათ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს.
სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავს.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, კოლეგებო, მოგესალმებით და მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
დღევანდელი დღე არის დღესასწაული, ზეიმი. დამთავრდა არდადეგები, რომელიც უამრავ სასიამოვნო მოგონებებს გჩუქნით, მაგრამ წინ უფრო საინტერესო პერიოდი გელოდებათ. ისწავლეთ არა უბრალოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ!
გახსოვდეთ, შრომა არ იკარგება, უფალი დაგაჯილდოებთ თავდაუზოგავი შრომისთვის. დარწმუნებულნი ვართ ყველაფერი გამოგივათ, თქვენი შემდგომი ბედი თქვენს ხელშია, გამოიყენეთ ეს დრო სკოლაში მიღებული ცოდნით, ძლიერი ფუნდამენტი ჩადეთ თქვენს ცხოვრებაში მომავალი წარმატებისთვის! გისურვებთ ცოდნის სამეფოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობას! წარმატებული და ნაყოფიერი 2022-2023 სასწავლო წელი!“, - ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში