სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თელავის N9 სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
20-09-2022
-
+


თელავის N9 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

მოსწავლეებს პედაგოგებმა გალამაზებული საკლასო ოთახები დაახვედრეს და სწავლა განახლებული ენერგიითა თუ მოტივაციით დაიწყეს.

აღსანიშნავია, რომ სწავლის დაწყების პირველ დღეს მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და მათ მეხსიერებას კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე შეემატა.

„სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო... წარმატებულ, შემოქმედებით, შემეცნებით, აქტიურ და ხალისიან სასწავლო წელს გისურვებთ ყველას!

ჩვენო პირველკლასელებო! ფეხბედნიერი ყოფილიყოს თქვენი შემობრძანება თელავის N9 საჯარო სკოლაში.

დღევანდელი ხალისი და განწყობა შეინარჩუნეთ ყველამ, მოსწავლემ და მასწავლებელმა, მშობელმა!

ჩვენო ძვირფასო ბავშვებო, თქვენ ჩვენი მომავალი და იმედი ხართ!“, - ვკითხულობთ სკოლის დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება