სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საერო სკოლა „ფარნავაზში“ მოსწავლეებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყო
20-09-2022
-
+


ქობულეთის, საერო სკოლა „ფარნავაზში“ 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. დირექციამ დირექტორის, მადონა ოქროპირიძის ხელმძღვანელობით სკოლაში ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყეს.

საზეიმო ღონისძება მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რათა სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო ამაღლებულიყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს. პატარა მოსწავლეებს პედაგოგები და დირექცია ცოდნის სამყაროში შეუძღვნენ. პედაგოგებმა მოსწავლეებს სკოლა დაათვალიერებინეს და ბავშვებს ერთმანეთი გააცნეს.

სწავლის დაწყების მეორე დღეს კი პედაგოგებმა პირველკლასელები მუსიკოსთა პარკსა და მინიატურულ საქართველოში გაასეირნეს.

„სკოლა „ფარნავაზი“ სიკეთისა და სიყვარულის სწავლებას სამშობლოს შეყვარებით იწყებს. უღრმესი მადლობა მუდმივი ზრუნვისთვის დირექტორს, მადონა ოქროპირიძეს.

პირველი კლასი ეწვია მინიატურულ საქართველოს და სწორედ ასეთი პატარ-პატარა ნაბიჯებით შევიყვარებთ ჩვენი სამშობლოს მზეს. სუფთა ჰაერზე გასეირნებას, ხელოვნების აქტივობასა და გემრიელ საუზმეს კიდევ რა სჯობს?! წარმატებული წელი გქონდეთ ჩემო კარგებო!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ვიდეომასალა:
 







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება