სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის შეუძლია სსსმ მოსწავლის ასისტენტად დასაქმება? - რა განათლება და გამოცდილებაა ამისთვის საჭირო 
16-10-2022
-
+


სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი - ესაა პირი, რომელიც სსსმ მოსწავლეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და ფუნქციური აქტივობის დროს ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევს.

აუცილებელია თუ არა სსსმ მოსწავლის ასისტენტს ჰქონდეს ფსიქოლოგის განათლება? შესაძლებელია თუ არა ამ თანამდებობაზე სტუდენტის დანიშვნა? რა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სსსმ პირის ასისტენტი?

თუ სპეციალური მასწავლებლისთვის აუცილებელია შესაბამისი ბაკალავრის განათლება და ამავდროულად, ვალდებულია, გავლილი ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული, მისგან განსხვავებით სსსმ მოსწავლის ასისტენტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები არაა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებში სასურველი პროფესია არ არის განსაზღვრული, სსსმ პირის ასისტენტი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პროფესიის ადამიანი. მას სასურველია, ჰქონდეს მინიმუმ პროფესიული განათლება, ამ თანამდებობაზე შესაძლებელია სტუდენტის დასაქმებაც, თუმცა კონკურსის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგს, მასწავლებელს, სპეციალური მასწავლებელს, ოკუპაციურ თერაპევტს, სოციალურ მუშაკს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს, ასევე პირს, რომელსაც გავლილი აქვს ტრენინგ-კურსები ინკლუზიური განათლების საკითხებზე და ა.შ.

რა მოეთხოვება სსსმ მოსწავლის ასისტენტს?

ოფიციალურ დოკუმენტში სსსმ მოსწავლის ასისტენტის ვალდებულებები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს თვითმომსახურების აქტივობების განხორციელებასა და სკოლის გარემოში, მათ შორის რესურს-ოთახში ყოველდღიურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებაში;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ დახმარებას უწევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს;

გ) მონაწილეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებულ განხილვებში“.

ცნობისთვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შრომის ანაზღაურება საათში 3 ლარია, კვირაში მაქსიმალური დატვირთვა კი 30 საათია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება