სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

7 მთავარი კითხვა სკოლაში გასაუბრებაზე, რომელსაც კომისიის წევრები დაგისვამენ
09-09-2022
-
+


სკოლებმა ვაკანსიები მასობრივად გამოაცხადეს; ისიც ცნობილია რომ გასაუბრებაზე სამინისტროს, რესურსცენტრის, მასწავლებლის სახლის წარმომადგენლები ესწრებიან და ბუნებრივია, ასეთ დროს საინტერესოა, თუ რა კითხვებით შეიძლება მიმართოს კომისიამ მომავალ პედაგოგს.

კლასის მართვა, ინკლუზია, ინტეგრირებული გაკვეთილი, ახალი სასწავლო გეგმა, ცოდნის სამი სახე, კომპლექსური დავალება, მეთოდები, სტრატეგიები... ესაა საკითხები, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომელმა აუცილებლად უნდა იცოდეს.

etaloni.ge გთავაზობთ გასაუბრებისას ყველაზე ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალს:

მოგვიყევით თქვენ შესახებ - რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საკუთარი თავის წარდგენაა მთავარი. როდესაც მოგცემენ საშუალებას, რომ საკონკურსო კომისიას გაეცნოთ და ისაუბროთ საკუთარ თავზე, დაიცავით ზომიერება. ზედმეტი საუბარი არა საჭირო. არ განავრცოთ სათქმელი არასაჭირო ინფორმაციით.

გაქვს თუ არა სკოლაში მუშაობის გამოცდილება? - თუ მასწავლებლად აქამდეც გიმუშავიათ, ეს ფაქტი აღნიშნეთ. თუ არ გიმუშავიათ და ახლა გსურთ პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა, ისაუბრეთ თქვენს სურვილზე, მიზანზე, თუმცა აქაც დაიცავით ზომიერება.

რატომ გსურთ სკოლაში დასაქმება? - ის, რომ მასწავლებლობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით, ამ კითხვის პასუხად არ გამოგადგებათ. კონკრეტულად განმარტეთ, რა არის თქვენი მოტივაციის რეალური მიზეზი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მასწავლებლად? რატომ იმსახურებთ ამ სტატუსს და რას მოუტანს სასიკეთოს სკოლასა და მოსწავლეებს თქვენი დასაქმება?

რას ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმა? სტანდარტი? - აღნიშნული კითხვები თქვენგან პროფესიულ ცოდნას მოითხოვს. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, თუ როგორი თაობების აღზრდას უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს ზოგადი განათლების სისტემამ. ესგ არეგულირებს ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. სტანდარტი კი, საგნების შესაბამისად, განსაზღვრავს რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ კონკრეტულ საგანში, რა ცოდნა უნდა მიიღოს, რა შედეგზე უნდა გავიდეს მასწავლებელი წლის ბოლოს. გასაუბრებამდე გირჩევთ, წაიკითხოთ იმ საგნის სტანდარტი, რომლის სწავლებასაც გეგმავთ და ასევე გაეცნოთ მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმას.

რა გსმენიათ ახალი სკოლის მოდელზე? რას ნიშნავს კომპლექსური დავალებები და თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი? - აღნიშნული კითხვებით გამსაუბრებელს სურს, გაიგოს, რა იცით სწავლების ახალ მიდგომებზე და კერძოდ, მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, როგორ გესმით კომპლექსური დავალებების შინაარსი და მიზანი. ამ თემებზე ინფორმაციას ჩვენ ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.


იხილეთ ასევე:

სკოლაში გასაუბრებაზე მასწავლებლებს კომისიის 5 წევრი ესწრება - ცვლილება მაისიდან მოქმედებს

ინსტრუქცია სკოლაში დასაქმების მსურველებისთვის


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება