სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების ხელფასი ბევრად ნაკლები იქნება...“ - პრემიერის განმარტებები
27-11-2025
-
+


სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს - პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეიქმნას სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი, რომელთაც სათანადო სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება ექნებათ, - განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კობახიძის თქმით, ოპტიმიზაციის პირობებში შესაძლებელი იქნება, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორის ანაზღაურება 10 ათასს ლარს აღემატებოდეს, თუმცა დარჩებიან არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგებიც, რომელთა ანაზღაურება სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებთან შედარებით ბევრად ნაკლები იქნება.

„სათანადო პირობები შექმნილი არ არის. შრომის ანაზღაურება საკმაოდ დაბალია. ისეთ პირობებში, როდესაც სრული პროფესორის ხელფასი, კატეგორიების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2-3 ათასი ლარია, რთულია კვალიფიციური ეკონომისტი, იურისტი და ნებისმიერი სხვა მიმართულების წარმომადგენელი დააინტერესო, რომ უნივერსიტეტში სრულ განაკვეთზე იმუშაოს. ამიტომ ხშირად ხდება როდესაც ადამიანები მუშაობენ სხვაგან და შეთავსებით - აკადემიურ სფეროში. ასეთ პირობებში სისტემა ვერ ვითარდება და ერთ ადგილზე დგას.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს - პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეიქმნას სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების ბირთვი. სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება ხელზე 10 ათას ლარს უნდა აღემატებოდეს. სავსებით შესაძლებელია, ასეთ ხელფასზე გავიდეთ“, - განაცხადა პრემიერმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება