სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ინსტრუქცია სკოლაში დასაქმების მსურველებისთვის
09-09-2022
-
+


საჯარო და კერძო სკოლებში არაერთი ვაკანსიაა გამოცხადებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის, ვინც არ არის დარეგისტრირებული მასწავლებლის სახლის ვაკანსიების საიტზე, ერთგვარი დეტალური ინსტრუქცია შეგვეთავაზებინა. 

ყველა მსურველი, ვისაც სურს მასწავლებლის ან მაძიებლის ვაკანსიაზე გამოხმაურება, უნდა დარეგისტრირდეს აღნიშნულ ვებ-გვერდზე.


რეგისტრაციის ბლოკში პირადი ნომრისა და დაბადების თარიღის ჩაწერის შემდეგ თქვენ ავტომატურად გამოგიჩნდებათ ველები პერსონალური მონაცემებისთვის.



შემდეგი ნაბიჯია პერსონალური ინფორმაციის ველების შევსება. თქვენ უნდა შეავსოთ ყველა ველი და ატვირთოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. თუ დოკუმენტი არასწორად ატვირთეთ, შეგიძლიათ წაშალოთ ამ სიმბოლოზე ხელის დაჭერით და ატვირთოთ ახალი. ბლოკის სრულად შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შენახვა.



მომდევნო ნაბიჯია სამუშაო გამოცდილების ბლოკის შევსება. ცხრილში უნდა შეიტანოთ თქვენი სამუშაო გამოცდილება, რომელიც სწავლებას უკავშირდება. ღილაკზე ხელის დაჭერით შეგიძლიათ დაამატოთ ყოველი შემდეგი გამოცდილება. როდესაც დაასრულებთ ცხრილის შევსებას, დააჭირეთ ღილაკს შენახვა.


შემდეგ უნდა შეავსოთ სასურველი სკოლისა და საგნის ბლოკი. პირველ რიგში უნდა მონიშნოთ „მასწავლებელი“ ან „მაძიებელი“ თქვენი კვალიფიკაციის შესაბამისად.

თქვენ ირჩევთ „მასწავლებელს", თუ აკმაყოფილებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

• გაქვთ სქემით მინიჭებული ნებისმიერი სტატუსი (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი ან მენტორი);
• ხართ სერტიფიცირებული მასწავლებელი;
• თქვენი დიპლომით დასტურდება, რომ გაქვთ მასწავლებლობის უფლება და, ამავე დროს, ჩაბარებული გაქვთ საგნის გამოცდა;
• გაქვთ დოქტორის/დოქტორთან გათანაბრებული ხარისხი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რომელიმე საგანში ან საგნობრივ ჯგუფში;
• ჩაბარებული გაქვთ საგნის გამოცდა და გავლილი გაქვთ 60-კრედიტიანი ან სხვა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

სხვა შემთხვევაში უნდა მონიშნოთ „მასწავლებლობის მაძიებელი“. 



მასწავლებლის ან მაძიებლის არჩევის შემდეგ ავსებთ ამავე გვერდზე მოცემულ ყველა ველს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი ან ერთზე მეტი რეგიონი, რაიონი და სკოლა, სადაც გსურთ თქვენს მიერ არჩეული საგნის/საგნების სწავლება. ამ ველების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს შენახვა. 



ბოლო ნაბიჯია გამოცდებისა და მოტივაციის ბლოკის შევსება, სადაც თქვენ შეგყავთ ინფორმაციას ჩაბარებული გამოცდების შესახებ და წერთ სამოტივაციო წერილს. ამის შემდეგ დარეგისტრირებულ მსურველს აქვს პირადი პროფილი და ის პერიოდულად ელ-ფოსტით იღებს შეტყობინებას მასზე მორგებული ყველა ვაკანსიის შესახებ. 



თქვენ ნებისმიერ დროს შეძლებთ დაათვალიეროთ თქვენი პროფილი და „სასურველი ვაკანსიების“ ველში ნახოთ ვაკანსიები, რომლებიც გამოცხადებულია თქვენ მიერ არჩეულ საგანში თქვენთვის სასურველ რეგიონსა და თუ სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება