სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ეკრძალებათ მასწავლებლებს მშობლებთან ურთიერთობაში - რა წერია კანონში
21-10-2022
-
+


მასწავლებლისა და მოსწავლის მშობლის ურთიერთობას ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები არეგულირებს, როგორიცაა ზოგადი განათლების შესახებ კანონი, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლის შინაგაგნაწესი და სხვა კანონმდებლობები.

ზოგჯერ პედაგოგები გაუცნობიერებლად არღვევენ კანონს. შეიძლება ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცის, რომ შეცდომას უშვებს, თუმცა ხდება ისეც, რომ მასწავლებელი დადგენილ წესებს უმნიშვნელოდ მიიჩნევს.

რა ეკრძალება პედაგოგს მშობლებთან ურთიერთობაში? რაზე საუბრის უფლება არ აქვს მასწავლებელს მშობელთა კრებაზე? ქვემოთ ჩამოთვლილი წესები ყველა პედაგოგმა უნდა დაიცვას, მიუხედავად მათი სტატუსისა და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა.

თანხის აგროვება - დაუშვებელია, მასწავლებელმა მშობლებს თანხის აკრეფა დაავალოს პირადი ან სკოლის მიზნებისთვის. ყოფილა შემთხვევები, რომ პედაგოგს მშობლებისთვის თანხა მოუთხოვია იმ მიზეზით, რომ ეს მათივე შვილებისთვის იქნებოდა კარგი, მაგალითად: გარემონტდებოდა კლასი, შეიძენდნენ სასწავლო რესურსებს, ახალ დაფას, ფარდას, წიგნების კარადას და ა.შ. კანონმდებლობის მიხედვით საჯარო სკოლის მასწავლებელს უფლება არ აქვს მშობელს მოსთხოვოს დამატებითი საგანმანათლებლო რესურსის ან თვალსაჩინოების შეძენა. აღარაფერს ვამბობთ საკლასო ოთახის გარემონტებაზე, ამაზე სკოლამ უნდა იზრუნოს და არა - მშობლებმა.

საჩუქრის მოთხოვნა პირდაპირ ან ირიბად - როგორც უკვე აღვნიშნეთ, პედაგოგს არ აქვს უფლება, მოითხოვოს ისეთი რამ, რაც მშობლების ფინანსებზე აისახება. დაუშვებელია საჩუქრების მოთხოვნა, თუნდაც ირიბად საუბარი, თუ რას ისურვებდა, რა უყვარს, რისი ჩუქება გაახარებდა, რა სურს სამახსოვროდ და ა.შ.

მშობელთან შეხვედრაზე უარის თქმა - მასწავლებელი ვალდებულია, პერიოდულად შეხვდეს მშობელს და მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. განსაკუთრებით ეს ეხება დამრიგებლებს. დაუშვებელია კლასის ხელმძღვანელმა მშობელს შეხვედრაზე და მოსწავლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრას.

პედაგოგს ეკრძალება მშობლის შეურაცხყოფა და მასთან დამამცირებელი საუბარი - ეს პუნქტი კომენტარს არ საჭიროებს!

ინფორმაციის დამალვა - მასწავლებელს უფლება არ აქვს მშობელს დაუმალოს ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენა, გაკვეთილებიდან გაპარვა, ჯანმრთელობის დაზიანება, მოსწავლის სკოლაში გამოცხადება ალკოჰოლით, ცივი იარაღით ან ნარკოტიკული ნივთიერებით, კონფლიქტი სხვა მოსწავლესთან ან რაიმე ტიპის საფრთხე. ასეთ შემთხვევებში დამრიგებელი დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეს მშობელს და ინფორმაცია მიაწოდოს.

და ბოლოს, დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მოსწავლის ან მშობლის თანდასწრებით საუბარი - ხშირად პედაგოგები ამ წესს მნიშვნელობას არ ანიჭებენ და თავისუფლად საუბრობენ თითოეულ მოსწავლეზე ყველა მშობლის წინაშე, ახასიათებენ ბავშვებს მათი ქცევისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით. ძირითადად, ასე ხდება მშობელთა კრებებზე ან ექსკურსიების დროს, ეს კი კანონდარღვევაა. თითოეულმა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსწავლის შესახებ ინფორმაცია უნდა გაანდოს მხოლოდ მის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება