სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსის მოპოვების წესი და პირობები დამტკიცდა - ყველა დეტალი პროგრამის დუალური სწავლების შესახებ
07-09-2022
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზანს წარმოადგენს პირის მიერ, ფორმალური განათლების ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ერთად, პროგრამის დუალური სწავლების ფორმით განხორციელება დამტკიცდა.

სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების უფლებამოსილების მქონე სუბიექტები:

1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება შეუძლია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა პირთან/პირებთან ერთობლივად.

3. სასწავლო საწარმოს სტატუსის ერთობლივად მოპოვების უფლება აქვთ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ორ ან რამდენიმე პირს, რომლებიც ქმნიან კონსორციუმს.

4. სასწავლო საწარმოს სტატუსის ერთობლივად მოპოვების შემთხვევაში, კონსორციუმში გაერთიანებული თითოეული პირი მოიხსენიება სასწავლო საწარმოდ, თუმცა მათ უფლება აქვთ, მხოლოდ ერთობლივად განახორციელონ შესაბამისი პროგრამები.

5. სასწავლო საწარმოს სტატუსის ერთობლივად მოპოვების მიუხედავად, კონსორციუმში გაერთიანებული თითოეული პირი უფლებამოსილია,  დამოუკიდებლადაც მოიპოვოს სასწავლო საწარმოს სტატუსი.

6. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზნით კონსორციუმის შექმნა უნდა დასტურდებოდეს პირებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით ან/და თანამშრომლობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით.

პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების სტანდარტები:


1. სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების მიზნით პირი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის დანართით განსაზღვრულ სტანდარტებს (შემდგომში – სტანდარტები).

2. სასწავლო საწარმოს სტატუსის მინიჭებაზე უფლებამოსილი სუბიექტი უფლებამოსილია, კომპეტენციის ფარგლებში, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილებაც, სტანდარტებთან ერთად, აუცილებელია სასწავლო საწარმოს სტატუსის მოსაპოვებლად.

გარდამავალი დებულებები

1. პროფესიული უნარების სააგენტომ ამ წესით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის შექმნა უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 წლის ვადაში.

2. ელექტრონული სისტემის შექმნამდე ამ წესით გათვალისწინებული საქმისწარმოება ხორციელდება მატერიალური სახით.

3. დუალურ სწავლებაში ჩართულმა საწარმოებმა შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ წესის ამოქმედებამდე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს/რეგისტრირებულ აპლიკანტებს სწავლა დაასრულებინონ ამ წესის ამოქმედებამდე არსებული კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული საწარმოები ჩაითვალონ სასწავლო საწარმოებად და მიეცეთ დუალური სწავლების განხორციელების უფლება პროგრამის ავტორიზაციის ვადით, თუმცა არაუგვიანეს 2024 წლის 1 იანვრისა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, დუალურ სწავლებაში ჩართვის მიზნით, სავალდებულოა სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვება, ამ წესის შესაბამისად.

4. საწარმოებს, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე არ იყვნენ დუალურ სწავლებაში ჩართულები, უფლება მიეცეთ, განახორციელონ პროგრამები ამ წესის ამოქმედებამდე არსებული კანონმდებლობის საფუძველზე და ჩაითვალონ სასწავლო საწარმოებად 2024 წლის პირველ იანვრამდე.

5. 2024 წლის პირველი იანვრიდან დუალური სწავლება განხორციელდეს მხოლოდ ამ წესის შესაბამისად, სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების საფუძველზე.

6. დაინტერესებული საწარმოები გათავისუფლდნენ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების საფასურისგან ამ წესის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაში სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების ადმინისტრირების პროცესი დაფინანსდეს პროფესიული უნარების სააგენტოს ბიუჯეტიდან. ამასთან, პროფესიული უნარების სააგენტომ უზრუნველყოს, სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების პროცედურის წარმართვის მიზნით, შესაბამისი დარგობრივი უნარების ორგანიზაციის/ორგანიზაციების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა და მის მიერ დადგენილი წესით დაფინანსება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ერი, რომელსაც ჰყავს კარგი მასწავლებელი, ყოველთვის იპოვის გზას გადარჩენისაკენ“.

საშუალო ხელფასები 248 ლარით გაიზარდა - განათლებაში კი 1517 ლარი გახდა

„მინდოდა ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ვყოფილიყავი“, - საინტერესო ისტორიები პატრიარქის ბავშვებისა და ოჯახის შესახებ

 

უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაში უმაღლესები არ მონაწილეობენ

მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა მოიცავს საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

მე-7 კლასელები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თემის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს

 

მსგავსი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს მოზარდებში კვლევითი უნარების განვითარებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას

მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება