სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

18 წლის სტუდენტი, რომელმაც საქართველო მსოფლიოს წამყვან ბლოგერებსა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო
05-09-2022
-
+


ანი ბოჭორიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. 18 წლის გოგონა ქუთაისში ცხოვრობს და სწავლის გარდა, ბევრი საინტერესო საქმიანობითაა დაკავებული.

კადეტთა სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ანიმ გადაწყვიტა, მომავალი პროფესია ისეთი მიმართულებით აერჩია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ბოლომდე შეძლებდა. გოგონას პატარაობიდან უყვარდა მათემატიკა, ლიტერატურა, კითხვა, ენების შესწავლა, ხელოვნება, ცეკვა და სპორტული აქტივობები. სკოლის ასაკიდან დასახულ მიზნებს შრომით აღწევდა და არც დაბრკოლებებს უშინდებოდა. დროის სწორი გადანაწილება, სწავლისა და საყვარელი საქმიანობის შეთავსება გახდა მიზეზი, რომ უნივერსიტეტში სწავლას ტურიზმის მიმართულებით საქმიანობაც დაუმატა.
დღეს ანი დატვირთული სტუდენტური ცხოვრების გარდა, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაშიც მუშაობს. არდადეგების პერიოდში მან ბევრი საინტერესო მოგზაურიც გაიცნო. მისი გიდობით გაძღოლილ ტურებს სხვადასხვა ბლოგერისა, თუ საქართველოში ვიზიტორის ვიდეოში აღმოაჩენთ. ახალგაზრდა გიდი ახლახანს “GET LOST WIZZAIR/დაიკარგე Wizz Air-თან ერთად” მონაწილეთა ფავორიტადაც კი დასახელდა. პროექტის ფარგლებში ანიმ 200 ბლოგერსა და მედიის წარმომადგენელს, სხვა გიდებთან ერთად იმერეთი გააცნო. თუმცა ყველაზე სასიამოვნო საკუთარ უნივერსიტეტში მასპინძლობა აღმოჩნდა.

„KIU-ში სხვადასხვა ქვეყნის ბლოგერსა და ინფლუენსერს ვუმასპინძლეთ. ეს ის უნიკალური სივრცეა, სადაც ჩვეულებრივ ტურისტსაც კი შეუძლია ბევრი ახალი აღმოაჩინოს. საუნივერსიტეტო ქალაქი შთამბეჭდავია თავისი სასწავლო და საცხოვრებელი კამპუსით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ტყის მწვანე მასივით. მსოფლიოს ცნობილი სტრიტ არტის ნამუშევრები კი ფაქტობრივად გამოფენაა ღია ცის ქვეშ. რაც მთავარია, KIU მეცნიერების ჰაბია, რომელიც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ნებისმიერ ვიზიტორზე“, - ამბობს ახალგაზრდა სტუდენტი.

ანი, როგორც უნივერსიტეტის ელჩი, სხვადასხვა პროექტშია ჩართული. იგი მენტორობის პროგრამის მონაწილეცაა. პროგრამა KIU-ს სტუდენტ გოგონებს პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, ასევე, შესაძლებლობების რეალიზებაში ეხმარება. პროგრამაში ჩართვის შემდეგ ანიმ კიდევ უფრო უკეთ დაანახა საკუთარი რესურსები. მენტორთან მუშაობა კი ერთგვარი ბიძგი გახდა, აქტიური ნაბიჯები გადაედგა სხვადასხვა მიმართულებით. წარმატებულ სტუდენტს მიაჩნია, რომ ყოველთვის შესაძლებელია სწავლა, აქტიური საქმიანობა და საყვარელი საქმის კეთება ერთმანეთს ჰარმონიულად შეუთავსო.

„KIU-ს სტუდენტობა ნიშნავს, გამოწვევებით და საინტერესო სიახლეებით დატვირთულ წლებს. თავიდან ცოტა რთული გეჩვენება ახალი გარემო, სწავლის დატვირთული რეჟიმი გაშინებს კიდეც... პირველკურსელებს ვურჩევდი მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს. არ შეუშინდნენ გამოწვევებს, ჩაერთონ აქტივობებში და უბრალოდ დატკბნენ სტუდენტობით“,- ურჩევს მათ, ვინც ახლა იწყებს საუნივერსიტეტო ცხოვრებას.

აქტიური ზაფხულის შემდეგ ანის საინტერესო და ახალი გამოწვევებით სავსე მეორე წელი ელოდება KIU-ს კამპუსზე, რომელიც წელს უკვე მესამე ნაკადს უმასპინძლებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება