TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

უნდა გასცდეთ თუ არა აკადემიურ ჩარჩოებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას?
10-12-2022
-
+


მასწავლებლების წინაშე ყოველთვის  და ყველგან იდგა საკითხი - უნდა იმეგობრონ თუ არა თავიანთ მოსწავლეებთან და უნდა გასცდნენ თუ არა აკადემიურ ჩარჩოებს. ეს კითხვა, ახლაც, სოციალური მედიის ეპოქაშიც აქტუალურია. პედაგოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი მოსწავლეებთან კიდევ უფრო ახლოს უნდა იყვნენ, თუმცა დანარჩენები ფიქრობენ, რომ ამას უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია.

ამ საკითხზე მთელ მსოფლიოში არაერთი ექსპერტი საუბრობს, ჩვენ სწორედ მათ მოსაზრებებს გთავაზობთ.

ხშირად პედაგოგები შიშობენ, რომ ახლო, მეგობრული ურთიერთობა მოსწავლეებში თავიანთ ავტორიტეტს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. შეიძლება ითქვას, რომ მათი შეშფოთება უსაფუძვლო სულაც არ არის. საზღვრების დადგენა აუცილებელია, მოსწავლეები მასწავლებელს პატივს უნდა სცემდნენ. პედაგოგს თავის აღსაზრდელებთან, რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. აქ მთავარი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალიწინონ ის არის, რომ ჩარჩოებს არ გასცდნენ. დადგენილია, რომ მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება როგორც თავად მასწავლებელს, ასევე მოსწავლესაც ეხმარება, ამას ხშირად დადებითი შედეგი მოაქვს.

ასე მოსწავლეები ნაკლებად ნერვიულობენ, თავიანთ აზრს უფრო მკაფიოდ გამოთქვამენ, პრობლემებზე გესაუბრებიან. თუ დაწესებულ ზღვარს არც ერთი მხარე გადავა, მაშინ მათთან მეგობრული ურთიერთობა სარგებლის მომტანია. კერძოდ:

მოსწავლეები მორალურად უფრო ძლიერდებიან

მოსწავლეები თავიანთ აზრებს მეტად გამოხატავენ, გრძნობენ, რომ კლასში უსმენენ, მათ იდეებს ითვალისწინებენ და ბევრად უფრო თავდაჯერებულები ხდებიან.  ეს ყველაფერი კი მათ სამომავლო განვითარებაზე მნიშვნელოვნად აისახება. ისინი გარესამყაროსთან ურთიერთობისთვის მზად არიან.

აქტიური სასწავლო გარემო იქმნება

მოსწავლეებთან მეგობრობა სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ხელს უწყობს. ისინი უფრო აქტიურები ხდებიან. შედაბამისად, სწავლებაც მთლიანად მათზე ორიენტირდება.

კარგი დამოკიდებულება პატივისცემასა და აღტაცებას იწვევს

მოსწავლეებში პატივისცემისა და აღფრთოვანების გამოწვევა ყველა პედაგოგის სურვილია. როდესაც მასწავლებლები მეგობრულები არიან, მოსწავლეები მათ, როგორც მაგალითს ისე აღიქვამენ. ისინი პედაგოგებს პატივს გულწრფელად სცემენ. ადამიანების უმეტესობას სწორედ ის მასწავლებელი ამახსოვრდება, ვინც მათთან კეთილი, გულისხმიერი და მზრუნველი იყო.

ყალიბდება ნდობა

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის ფაქტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. მეგობრობა ნდობის შესაქმნელად ყველაზე სწორი და კარგი სტრატეგიაა.

ყველა მონეტას ორი მხარე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოსწავლეებთან მეგობრობა შეიძლება კარგი სტრატეგია იყოს, არასოდეს დაივიწყოთ საზღვრები. არ უნდა დაუშვათ, რომ კლასში თქვენი ავტორიტეტი და პატივისცემა მეგობრობის გამო დაკარგონ.


კომენტარები


ეტალონი

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან

ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო

 

რეგისტრაციას ვერ გაივლით თუ თანხა არ გექნებათ ჩარიცხული - მნიშნელოვანი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

განათლების სამინისტრო სტუდენტებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

რატომ ვერ მიიღეს მასწავლებლებმა ფინანსური დახმარება - განმარტება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„მოსწავლეების წარმატება ჩემი მოტივაციის მთავარი წყაროა“- კირიხლოს საჯარო სკოლის დირექტორი მეხმან მუსაევი 

მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა კლიმატის ცვლილება
 
საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება