სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საფეხურეობრივი სტანდარტები და წლიური პროგრამები მესამე თაობის ესგ-ში - მასწავლებლებმა ამით უნდა იხელმძღვანელონ
04-09-2022
-
+


მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის არაერთ სიახლეს მოიაზრებს, მათ შორის საფეხურეობრივ სტანდარტებსა და წლიურ პროგრამებს.

თითოეული საგნის სასწავლო გეგმა გაიყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილია  საფეხურეობრივი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას საფეხურის ბოლოს. მეორე ნაწილია წლიური პროგრამა. იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ შესაძლო გზას თითოეული სასწავლო წლისათვის. წლიური პროგრამები ცოდნის კონსტრუირების ძირეული პრინციპების დაცვითაა შემუშავებული.

რატომ გაჩნდა საგნობრივ სტანდარტებში საფეხურებრივი სტანდარტები და ახალი სტრუქტურული ერთეული „წლიური პროგრამები“? - ამ ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა მკაფიო მიჯნის გავლება ეროვნული სასწავლო გეგმის სავალდებულო და სარეკომენდაციო ნაწილებს შორის. წინა თაობის ეროვნული სასწავლო გეგმების დიზაინი ამის საშუალებას ნაკლებად იძლეოდა. წლიური შედეგებისა და ინდიკატორების სისტემა ამ საკითხზე გარკვეულ პასუხს ვერ იძლეოდა. სკოლებს შემოქმედებითი თავისუფლება თითქოს ინდიკატორებში უნდა ეძებნათ, თუმცა ინდიკატორების ფუნქციური დატვირთვა არ იყო ბოლომდე ნათელი (ზოგიერთი ინდიკატორი შედეგს აკონკრეტებდა, ზოგი შეფასების კრიტერიუმი იყო, ზოგი კონკრეტულ აქტივობას წარმოადგენდა).

საფეხურის სტანდარტისა და წლიური პროგრამების შემოტანით ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრა. სტანდარტი წარმოადგენს მოთხოვნებს, წლიური პროგრამა კი მათი რეალიზების შესაძლო გზებს.

გარდა ამისა, წლიური პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საგნობრივი სასკოლო გეგმების გასავითარებლად. წინა თაობების კურიკულუმებში არ იყო ნაჩვენები, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა განაწილებულიყო დროში სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნები და როგორ უნდა დაგეგმილიყო თანადროულობაში მოცემული მოთხოვნების ქრონოლოგიურად სწავლა-სწავლება. ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახის დონეზე დანერგვისას სასკოლო სასწავლო გეგმის დამაკვალიანებელი ინსტრუმენტის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. ამას ნათლად ადასტურებს სკოლებში წარმოებული სილაბუსებისა და თემატურ-კალენდარული გეგმების ანალიზი.   

სარეკომენდაციო წლიური პროგრამები შეასრულებენ „ხარაჩოს“ ფუნქციას, რომლითაც იხელმძღვანელებს სკოლა და მასწავლებელი სასწავლო პროცესის დასაგეგმად.  სურვილისამებრ, მასწავლებელს შეუძლია პირდაპირ გაჰყვეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ვარიანტს, ან შემოქმედებითად მიუდგეს საქმეს და მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს; ან სულაც გვერდზე გადადოს რეკომენდაციები და იმავე პრინციპების დაცვით ახალი ვარიანტი შექმნას. ამ მხრივ სკოლებსა და მასწავლებლებს თავისუფალი არჩევანი აქვთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

სრული ტესტის საფასური 100 ლარია - გამოცდაზე რეგისტრაცია 23 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძელებელი

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება