სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ნიჭი არასდროს იკარგება...“ - ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულს ქედის მერი და დეპუტატები შეხვდნენ
25-08-2022
-
+


„ეტალონი“ - ესაა პროექტი, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე; არაერთმა მოსწავლემ, სწორედ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლებები ხელს უწყობენ არაფორმალური განათლების პროექტებს.

ეროვნული ინტელექტ-ჩეპიონატის გამარჯვებული ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქტომბრის სკოლის მოსწავლე, გიორგი ჩხიკვაძე გახდა, რომელსაც ახლახან ქედის მერი - როლანდ ბერიძე პირადად შეხვდა; 

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - დურმიშხან შავიშვილი, ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა გორგაძე, პედაგოგები, დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან ცინცაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე და რა თქმა უნდა, „ეტალონის“ პროექტების ავტორი - გოჩა ტყეშელაშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი ჩხიკვაძეს, როგორც ეროვნული ინეტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულს, „ეტალონისგან“ სპეციალური დიპლომი, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით, 1000-ლარიანი ტექნიკის ვაუჩერი გადაეცა. მნიშვნელოვანი ჯილდო გამარჯვებულმა „ეტალონის“ პროექტების თანამოაზრისგან, დეპუტატ ანზორ ბოლქვაძისგან მიიღო. 

„ვულოცავ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულ მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას; გიორგი ჩხიკვაძემ  არა მხოლოდ სკოლა, მასწავლებლები და ოჯახი ასახელა, არამედ მთელ ჩვენს მუნიციპალიტეტს გაუთქვა სახელი“, - აღნიშნა ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ და პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ეტალონი“ წლებია, მომავალი თაობების განათლებას ემსახურება და ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის შევუწყობთ ხელს, რათა ახალგაზრდებმა არა მხოლოდ მიიღონ საფუძვლიანი განათლება, არამედ იყვნენ წარმატებულები, ჰქონდეთ სწავლის მოტივაცია; წარმატებას ვუსურვებ როგორც გიორგი ჩხიკვაძეს, ისე „ეტალონს“, რომელმაც არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა წარმოაჩინა“.

ნონა გორგაძემ, ოქტომბრის საჯარო სკოლის ხელმძღვანელმა გაგვიმხილა, რომ ძალიან ამაყობს გიორგის შედეგით, რაც, რა თქმა უნდა მასწავლებლების დამსახურებაცაა, თუმცა ეამაყება, რომ მოსწავლე მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით არც კმაყოფილდება და სჯერა - ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება კიდევ ბევრი წარმატების საფუძველი გახდება: „მე, როგორც მასწავლებელი, როგორ სკოლის დირექტორი, ძალიან კმაყოფილი ვარ გიორგის შედეგით, რაშიც დიდი წვლილი თავად მასვე მიუძღვის. რა თქმა უნდა მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეებს მისცენ სათანადო განათლება, თუმცა გიორგი მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით არ კმაყოფილდება, მუდმივად ძიებაშია და შედეგმაც არ დააყოვნა. მინდა, მადლობა ვუთხრა „ეტალონს“, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, რომელიც მომავალ თობას აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ ცოდნა და ეს უდავოდ საშვილიშვილო საქმეა... „ეტალონს“ ანალოგი არ აქვს...
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრას მერი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დეპუტატები ესწრებოდნენ. ეს დამატებითი მოტივაციაა ჩვენი ბავშვებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ცხოვრებას. მათ უნდა იცოდნენ, რომ წარმატება შეუმჩნეველი არავის დარჩება და რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ისევე ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებით, როგორც სასკოლო საზოგადოება“.

დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ კი აღნიშნა, რომ სწორედ ასეთი პროექტების ხელშეწყობაა აუცილებელი, როგორიც „ეტალონია“: „მნიშვნელოვანია მომავალმა თაობამ იცოდეს - ჩვენ მათ გვერდით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სწავლის მოტივაცია ჰქონდეთ“.

ქედის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან ცინცაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ განათლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია, რადგან სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული ჩვენ ქვეყნის მომავალი: „მოხარული ვარ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერმა ეს შეხვედრა მოაწყო, რადგან აუცილებელია, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობდეს არაფორმალური განათლების პროქტებს, რაც, რა თქმა უნდა, მოტივაციას აძლევს წარმატებულ მოსწავლეებს. ასეთ ახალგაზრდებს სწორედ ჩვენ უმდა მივცეთ გასაქანი, რადგან განათლებაა უმთავრესი პრიორიტეტი და ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. გიორგის ვულოცავ ამ დიდ წარმატებას, „ეტალონის“ შესახებ კი ვიტყვი, რომ მისი დაარსების დღიდან ერთგული გულშემატკივარი ვარ, მადლობა ბატონ გოჩას ასეთი პროექტისთვის, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს და დგას საქართველოს სამსახურში“.

ქედის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დურმიშხან შავიშვილმა განაცხადა, რომ „ეტალონისა“ და ზოგადად, არაფორმალური განათლების პროექტების არსებობა, ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, იცოდნენ, თუ რა ვითარებაა სკოლებში: „მოხარული ვარ, რომ ბატონი როლანდ ბერიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვებულ გიორგი ჩხიკვაძეს... ზოგადად, ასეთი ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში უმნიშვნელოვანესია, რათა მთავრობა საქმის კურსში იყოს, თუ რა ვითარებაა სკოლებში; გარდა ამისა, მოსწავლეებისთვისაც მოტივაციაა, მათ იციან, რომ მცირე წარმატებაც კი არავის დარჩება შეუმჩნეველი - ნიჭი არასოდეს იკარგება!
რაც შეეხება „ეტალონს“, ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც ყოველთვის გვეხმარება, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში და სასკოლო ცხოვრებაში“... 

თავად ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებულმა გიორგი ჩხიკვაძემ კი აღნიშნა, რომ ყოველთვის ეცდება, გაამართლოს გულშემატკივრების იმედები: „მოხარული ვარ რომ მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩემთან შეხვედრა გადაწყვიტეს. ბატონ გოჩასთან პირადად შეხვედრის საშუალებაც მომეცა და ზოგადად, მიმაჩნია, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში გამარჯვება, არა მხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა. ვეცდები, იმედები გავამართლო და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი სხვა ბავშვებსაც დიდ მოტივაციას მისცემს“.

 




კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

„მერანი“, „ქართლის ჭირი“... - კიდევ რა ნაწარმოებები შეიძლება შეხვდეთ აბიტურიენტებს ხელოვნური ინტელექტის გათვლით

საჯარო სკოლებს ფინანსური ცვლილებები 1-ელი ივლისიდან ეხებათ - დეტალები

მიქანაძეს სკოლაში მასწავლებლად მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს

ავტობუსით მგზავრობა ფასიანი იქნება

საგამოცდო ცენტრებთან მიმავალი ავტობუსების მარშრუტები - ეროვნულები 3 ივლისს იწყება

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

მოსწავლეთა კულტურულ და შემოქმედებით განვითარებას ემსახრება სკოლაში მოქმედი კლუბი „შთაგონება“

მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო და შემოქმედებით აქტივობაში

კონფერენციზე პედაგოგები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება