სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

რა მოვალეობები აქვთ ბაღის თანამშრომლებს და როგორ არის დაცული აღსაზრდელთა უფლებები ნორვეგიის სკოლამდელ დაწესებულებებში? 
10-09-2022
-
+


ნორვეგიაში საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა და მიიღოს ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, პატარებს ასწავლიან პასუხისმგებლობასა და დამოუკიდებლობას.

იხილეთ, საინტერესო ფაქტები ნორვეგიის სკოლამდელი განათლების შესახებ:

თამაში, რომელსაც ბედნიერება და განათლება მოაქვს

საბავშვო ბაღმა ბავშვის თამაშის მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს, მაგრამ ის უნდა იყოს პლატფორმა მისი განათლებისა და განვითარებისთვის.  გარდა ამისა, ბავშვებს მრავალფეროვანი თამაშებისთვის პირობები უნდა ჰქონდეთ შექმნილი, როგორც ქუჩაში, ისე შენობაში. რადგან, სწორედ თამაშს მოაქვს მათთვის სიხარული.

აღსაზრდელთა უფლებები

ნორვეგიაში ბავშვებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საბავშვო ბაღის საქმიანობის დაგეგმვასა და შეფასებაში. ბაღის თანამშრომლები აღსაზრდელებს ეკითხებიან, თუ რა მოსწონთ, სურთ თუ არა რაიმე სხვა, მოეწონათ თუ არა აქტივობა და ა.შ. 

ასევე ნორვეგიის ბაღებში არსებობს დემოკრატიული არჩევნები: ბავშვები თავად ირჩევენ, სასეიროდ სად წავიდნენ - ტყეში თუ ზღვაზე და ა.შ. 

ყველა ბავშვს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი იმის შესახებ თუ რა ხდება ბაღში. სკოლამდელმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ კი რეაგირება უნდა მოახდინოს თითოეული ბავშვის ქცევასა და  საჭიროებაზე, გაითვალისწინოს მისი შეხედულებები. 

საინტერესოა, რომ როდესაც ჯგუფში რაიმე ხდება, აღმზრდელ-მასწავლებლები ბავშვების სახელებს არ ასახელებენ. მაგალითად, როდესაც ერთმა ბავშვმა მეორეს დაარტყა, მაშინ დაზარალებული ბავშვის მშობლებს ატყობინებენ მხოლოდ ფაქტს, მაგრამ არ ეუბნებიან თუ ვინ გააკეთა. 



ბაღის თანამშრომელთა მოვალეობები:

  • ბაღის თანამშრომლებმა უნდა იმსჯელონ პროფესიულ და ეთიკურ საკითხებზე, გაეცნონ ახალ ტენდენციებს;
  • თვალი ადევნონ ბავშვების, აღსაზრდელებისა და ბაღის თანამშრომლების, პერსონალისა და მშობლების ურთიერთობებს; 
  • ბავშვებს შესთავაზონ საუბარში ჩართვა და მისცენ მათთვის საინტრესო კითხვების დასმისა შესაძლებლობა;
  • წაახალისონ მოსწავლეთა ფანტაზია;
  • გააცნონ ბავშვებს სხვადასხვა ენები, ადგილობრივი დიალექტი ლექსების, სიმღერებისა და ლიტერატურული ტექსტების საშუალებით;
  • გააცნონ ბავშვებს საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ადგილები, ინსტიტუტები. 

მჭიდრო კავშირი სკოლასთან 

მშობლებთან ერთად სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხო და ხარისხიანი გადასვლა ბაღიდან სკოლაში. ასევე, საბავშვო ბაღმა და სკოლამ უნდა გაცვალონ ცოდნა და ინფორმაცია, რაც ბავშვს სკოლაში ჩარცხვაში დაეხმარება. მაგრამ ამისათვის მშობლების თანხმობა არის საჭირო.

სააღმზრდელო პროცესის ბოლო წელს კი ბავშვებს ასწავლიან არა ასობგერებსა და რიცხვებს, არამედ დამოუკიდებლობას. 

იმისთვის, რომ აღსაზრდელები სასკოლო ცხოვრებისთვის მოამზადონ, აღმზრდელებს პატარები სათამაშოდ სკოლის მოედნებზე გაჰყავთ. ასევე, სხვა ბაღებთან ერთობლივ შეხვედრებს ატარებენ, რომ ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნონ, მანამდე, სანამ ერთ სკოლაში მოხვდებიან. 

ნორვეგიაში ბაღები ბავშვებს საზოგადოებაში აქტიური ჩართულობისთვის ამზადებენ. საამღზრდელო დაწესებულებაში ყველა ბავშვი უნდა განვითარდეს, ისწავლოს და იგრძნოს პროგრესი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება