სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ გამოითვლება მასწავლებლის ანაზღაურება 18 საათზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში? - პედაგოგებს დანამატი ეკუთვნით
12-11-2022
-
+


მასწავლებლის ანაზღაურება საათობრივ დატვირთვაზე, სტაჟზე, განათლებაზე, სქემით მინიჭებულ სტატუსსა და დანამატებზეა დამოკიდებული (მაგ.:დამრიგებლობის დანამატი).

ყოველწლიურად პედაგოგთა ხელფასი შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს, ეს პირდაპირ კავშირშია მასწავლებლის საათობრივ დატვირთვასთან.

მასწავლებლის ხელფასი სამუშაო საათების მიხედვით გამოითვლება. არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;

სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;

სრულზე მეტი დატვირთვა - გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.

ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო. სრულზე მეტი დატვირთვის შემთხვევაში კი დანამატს იღებს. როგორც მასწავლებლის შრომის ანაზღაურების წესშია აღნიშნული:

სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება