სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

6 რამ, რაც სკოლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა მოასწრონ
05-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წელი მოახლოვდა, დირექციამ კი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი უნდა მოაგვაროს. გიზიარებთ რამდენიმე მათგანს, რომელთა შესრულებაც სასწავლო წლის დაწყებამდეა აუცილებელი.

სასკოლო სასწავლო გეგმის შედგენა - საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სასკოლო სასწავლო გეგმა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე უნდა დაამტკიცონ. სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა: სკოლის მისიის განსაზღვრა; სკოლის პრიორიტეტების გათვალისწინებით კონკრეტული სკოლისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული საათობრივი დატვირთვის დაზუსტება; საგნის/საგნების მიხედვით საგნობრივი პროგრამების შემუშავება იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გადაწყვეტს ეროვნული სასწავლო გეგმის წლიური პროგრამებისგან განსხვავებული პროგრამით მუშაობას; დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების განსაზღვრა; სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობების მიმართულებების განსაზღვრა.

სასწავლო წლის დაწყებამდე აუცილებელია საგნობრივი კათედრების შეკრება. პედაგოგებმა კათედრის თავმჯდომარე ერთი წლის ვადით უნდა აირჩიონ. ასევე განიხილონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა, ასევე რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კათედრის წევრებმა სკოლის დირექტორს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრიც უნდა წარუდგინონ.

საათების განაწილება - ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლებს შორის საათები უნდა განაწილდეს. თითოეული სტატუსიანი პედაგოგის დატვირთვა მინიმუმ 15 საათი უნდა იყოს, რათა მათ სტატუსის დანამატი სრულად მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საათების ნაკლები რაოდენობა მათ ანაზღაურებაზე აისახება.

ცხრილის შედგენა - საათების განაწილების შემდეგ სკოლის დირექციამ თითოეული კლასის გაკვეთილების ცხრილი უნდა მოამზადოს. პედაგოგები კი ცხრილს სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა გაეცნონ.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება - სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა. ისგ ასახავს შესაბამისი კლასის დამთავრებისთვის მოსალოდნელ სასწავლო შედეგებს, მათ მისაღწევად განსაზღვრულ სწავლების სტრატეგიასა და დამატებით საშუალებებს, შესაბამისი სასწავლო გარემოს შესაქმნელად გასატარებელ ზომებს. ისგ მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს სსსმ მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი მიღწევის გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, რომლებიც აუცილებელია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

წიგნების დარიგება - პედაგოგებმა სასწავლო წლის დაწყებამდე მოსწავლეებს სასწავლო სახელმძღვანელოები უნდა დაურიგონ. სასწავლო წლის პირველ დღეს კი ტრადიციულად, პირველკლასელებს წიგნები საზეიმოდ გადაეცემათ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და „მუსიკალური თამაშები“
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება