სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რის მიხედვით შეარჩევს მერია მასწავლებლებსა და სხვა პირებს უფასო აუზით სარგებლობისთვის?! 
16-08-2022
-
+


თბილისის მერიის ქვეპროგრამის „სპორტი უფროსი თაობისთვის“ფარგლებში უფასო ფიტნესდარბაზებითა და საცურაო აუზებით სარგებლობა 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებს, მათ შორის სკოლის პედაგოგებსა და ბაღის აღმზრდელებს შეეძლებათ.

როგორც ცნობილია, სერვისით მომსახურება თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს მოიცავს. ქვეპროგრამის ფარგლებში ბრძანების მიხედვით, თვეში არაუმეტეს 300 მოსარგებლე დაფინანსდება. etaloni.ge დაინტერესდა, თუ რა პრინციპით შეირჩევიან მოსარგებლეები და ამის გასაგებად თბილისის მერიას დავუკავშირდით.

როგორც მერიაში განგვიცხადეს, ბენეფიციარების რეგისტრაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება და მათ, ამ ეტაპზე ნაძალადევის რაიონში არსებული სპორტული კომპლექსი მოემსახურებათ. მოსარგებლეების შერჩევისას კი ყურადღება რიგითობასა და დოკუმენტაციების შესაბამისობაზე გამახვილდება.

„ლიმიტი, თუ რამდენ ადამიანს აქვს პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ჯერჯერობით არ გვაქვს. რეგისტრაციის მიხედვით, რიგითობით ვინც დარეგისტრირდება, იმდენ ადამიანს მოემსახურება შესაბამისი სპორტული კომპლექსი. პირველ ეტაპზე ერთი მომსახურე კომპლექსი გვაქვს, ნაძალადევის რაიონში. შესაბამისად იქ გაუწევს მსურველებს მომსახურეობას და ბენეფიციარები იქვე დარეგისტრირდებიან სექტემბრის მეორე ნახევარში. რიგითობის მიხედვით ის ოდენობა, რომელსაც კონკრეტული სპორტული კომპლექსი გაუმკლავდება იმდენს მოემსახურება. რეგისტრაცია დაიწყება სექტემბრის მეორე ნახევრიდან ხოლო, სერვისის მოწოდება ოქტომბრიდან დაიწყება. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შესაბამისი დოკუმენტები: პირადობის ან პასპორტის ასლი, იუსტიციის სახლიდან ცნობა თბილისში რეგისტრაციის შესახებ და სამედიცინო ცნობა - ფორმა N100. სპორტული კომპლექსი მსურველებს 11 საათიდან 2 საათამდე მოემსახურება, როგორც იქნება შესაძლებელი ამ ადამიანების გადანაწილებისთვის, რადგან მომსახურება მათთვის კომფორტული უნდა იყოს. შესაბამისად გადაწყდება ისიც, თუ რამდენ ადამიანს მოემსახუროს. შერჩევის პრინციპს რაც შეეხება მსურველი მოთხოვნილი დოკუმენტების შესაბამისობას უნდა აკმაყოფილებდეს და ასევე, ბენეფიციარები რიგითობით მოხვდებიან“.

იხილეთ ასევე: სკოლისა და ბაღის მასწავლებლებს, რომლებიც 60 წლისა და უფროსი ასაკის არიან, აუზსა და ფიტნესდარბაზში სიარული დაუფინანსდებათ

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება