სიახლეები
ეტალონი

ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, თანამედროვე ტექნოლოგიებით იზრუნონ შვილებზე
30-03-2018
-
+


ჯემალ არძენაძის სახელობის ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს უკვე მეორე თვეა, უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, თანამედროვე ტექნოლოგიებით იზრუნონ შვილებზე, სისტემატურად და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე.

ამასთან, ამ ორ თვეში, მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება უფრო სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული გახდა. 

მცირე პერიოდში ჩაქვის N2 საჯარო სკოლაში ამ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება ახალმა პროექტმა Izrune.ge-მ შეძლო. მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი ნახევარი წლის წინ დაფუძნდა და მთელი საქართველოს კეთილგანწყობა და სიყვარული მოიპოვა.

ახალი პროექტი მოსწავლეებსა და მშობლებს ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორმა ბადრი დავითაძემ გააცნო. როგორც ის აღნიშნავს, Izrune.ge-მ ყველას მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა:

„ყოველი თვის ბოლოს კლასის დამრიგებლების ვალდებულებაა გაცნონ მშობლებს მათი შვილის მიმდინარე აკადემიური მოსწრება. ერთერთ ასეთ შეხვედრაზე, ჩემი თანამონაწილეობით მშობლებს დეტალურად ვესაუბრეთ პროექტის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე, რაც მათ მიერ მოწონებული  და მხარდაჭერილი იქნა. მშობლებს ხშირ შემთხვევაში სურთ, თანამოზიარენი იყვნენ შვილების სწავლისა და წარმატებისა, თუმცა როგორ, რის ხარჯზე ან როდის, მათთვის გაურკვეველია. Izrune.ge არის უნიკალური საშუალება, მოსწავლეებმა კომპიუტერში ინტერნეტთამაშების (მათ შორის სახიფათო) ნაცვლად, ივარჯიშონ ინტელექტუალურ ტესტებზე, აიმაღლონ ცოდნა და განივითარონ უნარები. თვის ბოლო კვირა დღეს კი შემაჯამებელი ტესტირება გაიარონ. მეორე დღეს, როდესაც მოსწავლეები სკოლაში მოდიან, ვისმენთ, თუ როგორ უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ შედეგებს, ამაყობენ ოქროსა თუ ვერცხლის დიპლომებით, ეძებენ პასუხებს მათთვის უცნობ კითხვებზე... მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს შეუერთდენ ამ ეროვნულ პროექტს, რითაც ბევრ რამეს შეცვლიან მოსწავლეთა და მშობელთა სწავლისადმი დამოკიდებულებაში, ხელს შეუწყობენ დროის რაციონალურად გამოყენებასა და ეფექტურად მართვას, სტიმულს მისცემენ მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და ინტელექტუალური განვითარებისათვის,“  - აღნიშნავს ჩაქვის N2 საჯარო სკოლის 40 წლის პედაგოგიური სტაჟის მქონე დირექტორი ბადრი დავითაძე, რომელიც ამ სკოლას უკვე 11 წელია ხელმძღვანელობს.

ჩაქვის N2 საჯარო სკოლა ნახევარ საუკუნეზე მეტია, წარმატებულ მოსწავლეებს ზრდის. სკოლა განსაკუთრებულად სპორტული მიღწევებით გამოირჩევა:

„გვყავს რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულნი, ოქროს მედლების მფლობელები თავისუფალ ჭიდაობაში. წარმატებულად ფუნქციონირებს ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, რომელიც არაერთგზის ფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულია. სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის უდიდესი როლი ითამაშა სკოლის  საერთაშორისო პროექტში GPRIED-ში ჩართულობამ. ვამაყობთ რომ ჩვენ პირველი ჯიპრაიდელები ვართ და განვახორციელეთ უამრავი აქტივობა მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ჩართულობით,“ - აღნიშნავს ბადრი დავითაძე და ამასთან დასძენს, რომ მშობელთა ჩართულობის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდა ახალმა პროექტმა.

როგორ აფასებენ ახალ პროექტს ჩაქვის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები:

ხატია ტარიელიძე:

„მეოთხეკლასელი შვილი მყავს. როდესაც ვარეგისტრირებდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასე აქტიურად ჩაერთვებოდა ამ პროექტში. ბავშვი ძალიან დაინტერესებულია და მოტივირებულია. Izrune.ge-მ საშუალება მომცა, სისტემატურად ვადევნო თვალი ჩემი შვილის განვითარებას. მისთვის მამოტივირებელი აღმოჩნდა ახალი პროექტის ტესტები. დამოუკიდებლად იძიებს ინფორმაციას იმ საკითხებზე, რომლებიც ტესტებში ხვდება.  უფრო ისტორიულ საკითებთან დაკავშირებით. ძალიან მომწონს შეფასების სისტემა. წამახალისებელია მოსწავლისთვის, როდესაც მისი ცოდნა დიპლომებით ფასდება. პირველად ავიღეთ ბრინჯაოს დიპლომი, შემდეგ ვერცხლი, ნელ-ნელა წინ მივიწევთ. მალე ოქროს დიპლომსაც ავიღებთ. დიდი მადლობა ამ პროექტის დამფუძნებლებს.“ 

გურანდა არჯენაძე:

„ორი შვილი მყავს. ერთია სასკოლო ასაკის. როგორც კი გავიგეთ ამ პროექტის შესახებ, დავინტერესდით და ჩავერთეთ. Izrune.ge-მ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. ბავშვი მოტივირებულია და ცდილობს, რომ ყველა კითხვას სწორი პასუხი გასცეს. მეც ვეხმარები, ვაკვალიანებ. სახალისოა ეს პროცესი.“

ეთერ აბაშიძე:

„შვილებთან ერთად ჩართული ვარ ამ პროექტში, ძალიან მოგვწონს. ლოგიკური ტესტებია, კარგი ახსნა-განმარტება აქვს ყველა კითხვას, თანდათან უკეთესი შედეგი გვაქვს. ამ თვეში ბრინჯაოს დიპლომები აიღეს ჩემებმა. ამან მათი მოტივაცია აამაღლა, მეტად ინდომებენ, რომ უკეთ იმეცადინონ და უკეთეს შედეგს მიაღწიონ. თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი არ იციან, იძიებენ. მოკლედ, ეს პროექტი ბავშების განვითარებაზეა ორიენტირებული. ყველას ვურჩევ Izrune.ge-ში ჩართვას.“

ლიანა ართმელაძე:

„ძალიან მომწონს Izrune.ge, რადგან განვითარებადი პროექტია. მინდა გითხართ, რომ ჩემი შვილები, როდესაც ტესტებს აკეთებენ, იმდენად არიან პროცესში ჩართულები, რომ ამ სამყაროს აღარ ეკუთვნიან, თავიდან ბოლომდე ცოდნის მიღების სურვილით არიან მოტივირებულები. შემდეგ როდესაც სკოლაში მიდიან, ერთმანეთს თავიანთ შედეგებს უზიარებენ, ხალისდებიან ქულებით. ამ კვირას შემაჯამებელი ტესტი გაიარა ჩემმა შვილმა, 90 ქულა მიიღო, ერთი სული ჰქონდა სკოლაში მისულიყო და მისი სიხარული გაეზიარებინა კლასელებისთვის. მანამდე ბრინჯაოს მედლები გვქონდა, ახლა ვერცხლი ავიღეთ, ვცდილოთ გავაუმჯობესოთ შედეგები. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი სკოლა ამ პროექტში მონაწილეობს. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი დირექტორს ბატონ ბადრი დავითაძეს. მინდა, რომ ამ პროექტში არამარტო ჩვენი სკოლაში, არამედ საქართველოს ყველა სკოლა ჩაერთოს.“

მარიამ გაბაიძე:

„ჩემი შვილი ძალიან დაინტერესებულია ამ პროექტით. განსაკუთრებით ემზადება შემაჯამებელი ტესტირებისთვის. ვატყობ, რომ უფრო მოტივირებულია. Izrune.ge ძალიან კარგი საშუალებაა, რომ ბავშვებმა ცოდნა გაიღრმავონ, უკვე ნასწავლი მასალა განიმტკიცონ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტით.“ 

როგორ აფასებენ Izrune.ge-ს ჩაქვის N2 საჯაროს სკოლის მოსწავლეები:

მარიამ ყარშილაძე მე-11 კლასის მოსწავლე:

Izrune.ge ხელს უწყობს ინტელექტის ამაღლებას, ახალი ინფორმაციის მიღებას, არსებული ცოდნის გამოყენებასა და განმტკიცებას. 2 თვეა აქტიურად ვარ ჩართული პროექტში და თითოეული კითხვა ძალიან ლოგიკური და საინტერესოა. კითხვები მოიცავს თითქმის ყველა საგანს. გარდა ამისა, ლოგიკური და ზოგადი განათლების შესამოწმებელი კითხვებიცაა. ეს მოსწავლეს „გაიძულებს“ მეტი იკითხო, დამატებით ახალ ინფორმაციას გაეცნო, ცოდნა გაიღრმავო. ლოგიკური აზროვნების განვითარება მოსწავლეებში ძალიან მნიშვნელოვანია. ამას კი ეს პროექტი ძალიან კარგად აკეთებს. პირველ შემაჯამებელ ტესტში ვერცხლის დიპლომი ავიღე, მე-ში 95 ქულა. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, რომ ასეთი შესაძლებლობა შემოგვთავაზეს.“

მარიამ მიქელაძე მე-8 კლასის მოსწავლე:

„ჩემი სკოლა ორი თვის წინ ჩაერთო Izrune.ge-ში. მაშინ მე-8 კლასის ტესტები არ იყო, ახლახან დაემატა და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ დავრეგისტრირდე. ჩემს სკოლელებს, ვინც ჩართულია Izrune.ge-ში, ძალიან მოსწონთ ეს პროექტი. მათგან ვიცი, რომ Izrune.ge-ს ტესტები ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისოა. მეც მინდა გამოვცადო ჩემი ცოდნა და შედეგები გავუზუარო სხვებს.“

იხილეთ ფოტოები

„მოუთმენლად ველოდებით ახალი ტესტების დადებას, ღამეებსაც კი ვათევთ“ - კაციების ოჯახი Izrune.ge-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია

„Izrune.ge აახლოებს მშობელსა და ბავშვს“ - ქუტირის სკოლა მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე ახალ საიტთან ერთად ზრუნავს

Izrune.ge - პროექტი, რომელმაც მელეს სკოლის მოსწავლეთა ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და სახალისო გახადა


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ისვენებენ თუ არა სკოლები და ბაღები დიდ ხუთშაბათს - სამინისტრო აქტუალურ კითხვას პასუხობს
აღდგომას იწვიმებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
რა შემთხვევაში უნდა გააუქმოთ ჟურნალში ჩანიშნული შემაჯამებელი დავალება

 
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
სასკოლო საზოგადოება ამირან მარგველაშვილს ულოცავს და წინსვლას უსურვებს
დასუფთავების აქციაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით ჩაერთო
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება