სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოუთმენლად ველოდებით ახალი ტესტების დადებას, ღამეებსაც კი ვათევთ“ - კაციების ოჯახი Izrune.ge-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია
25-01-2018
-
+


თორნიკე და ცოტნე კაციები ახალი, ინოვაციური პროექტის, Izrune.ge-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან. ყოველდღიურად ელოდებიან ახალი ტესტების დადებას. ხშირად ღამეებსაც კი ათევენ, რომ მომდევნო დღის ტესტები ნახონ და თავიანთი თავი გამოსცადონ.

Izrune.ge მოსწავლეთა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალია, ინდივიდუალური ტესტირების თანამედროვე საიტი, რომელიც სამ თვეზე მეტია, ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა და მოსწავლეთა და მშობელთა ყურადღება მალევე მიიქცია. საიტი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყოველდღიურ რეჟიმში ათასობით მოსწავლე Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრებას საინტერესოს, სახალისოს და შემეცნებითს ხდის.

საიტის მიზანია, მოსწავლეთა მშობლებს, ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად და პირადად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისებაში.

კაციების ოჯახი შვილების აღზრდა-განათლების პროცესში აქტიურად მონაწილეობს. როდესაც ახალი პროექტის შესახებ გაიგეს, ძალიან გაუხარდათ და ორივე შვილი დაარეგისტრირეს. როგორც ელზა ხუბუა-კაცია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, Izrune.ge-მ საშუალება მისცა, კიდევ უფრო მეტად ჩართულიყო შვილების სასკოლო ცხოვრებაში:

Izrune.ge-ს შესახებ სენაკის N7 საჯარო სკოლაში გამართულ პრეზენტაციაზე შევიტყვეთ. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი სტუმრობდა ჩვენს სკოლას. სწორედ ამ შეხვედრაზე გავეცანით ახალ პროექტს. „ეტალონთან“ წლებია ვთანამშრომლობთ, ძალიან გვიყვარს, არაერთხელ მიგვიღია მონაწილეობა. „ეტალონის“ გამოცდილებით შექმნილი ახალი საიტი ძალიან მომეწონა და მაშინვე მთელი ოჯახი ჩავერთეთ. გვერდით ვუზივარ ბიჭებს, მათთან ერთად ვეცნობი კითხვებს და ვამოწმებ ჩემი შვილების ცოდნის დონეს. ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს პროცესი იმდენად საინტერესო და სახალისოა, რომ ყველა მშობელს ვურჩევ ამ ინოვაციურ საიტზე დარეგისტრირებას,“ - აღნიშნავს ქალბატონი ელზა.

გარდა იმისა, რომ მშობელს აქვს საშუალება, თვალყური ადევნოს შვილის ყოველდღიურ მიღწევებს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღე ცხადდება შვილებზე ზრუნვის დღედ. ამ დღეს მშობელი (ოჯახის წევრი) უნდა მიუჯდეს გვერდით თავის შვილს და თვალი მიადევნოს, როგორ შეასრულებს ბავშვი ტესტს. წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლე იღებს სპეციალურ დიპლომს. ოჯახს აქვს საშუალება მიღებული დიპლომი გააზიაროს სოციალურ ქსელში, შეინახოს ან ამობეჭდოს, გააკრას კედელზე, იამაყოს შვილის მიღწევით.

კაციების ოჯახს საამაყო ნამვილად აქვს. ბიჭებმა დეკემბრის შემაჯამებელ ტესტირებაში ოქროს დიპლომები აიღეს. ახლა უკვე იანვრის შემაჯამებელი ტესტირებისთვის ემზადებიან, რომ შვილებზე ზრუნვის დღეს, 28 იანვარს, კვლავ ოქროს დიპლომები მოიპოვონ.

„31 დეკემბერს იყო შვილებზე ზრუნვის დღე. ეს ჩვენთვის პირველი შემაჯამებელი ტესტი გახლდათ. ბიჭები ყოველდღიურად ემზადებოდნენ ამ დღისთვის. ძალიან გამიხარდა, რომ ოქროს დიპლომები აიღეს. ეს შედეგი ფეისბუქზე გავაზიარე. ბევრი მშობელი დამიკავშირდა, დაინტერესდნენ ამ პროექტით. ახლა 28 იანვრისთვის ვემზადებით,“ - ამბობს ელზა ხუბუა-კაცია.

კაციების უფროსი შვილი თორნიკე მე-11 კლასშია, სენაკის N7 სკოლაში სწავლობს. როგორც აღნიშნავს, საიტი არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც ძალიან საინტერესო და მამოტივირებელია:

„ძალიან მომწონს ახალი ინოვაციური პორტალი. არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ დიდებისთვისაც საინტერესო კითხვებია. დიდი მოტივაციაა ჩემთვის ეს პროექტი. ყოველდღიურად ვამოწმებ ჩემს თავს, თან ეს პროცესი ძალიან სახალისოა. ღამის 12 საათის შემდეგ იდება საიტზე მომდევნო დღის ტესტები. მოუთმენლად ველოდები ღამის 12 საათს, რომ ახალი ტესტები გავაკეთო. კითხვები სკოლაში განვლილი მასალის განმტკიცებაში და უკეთ დამახსოვრებაში მეხმარება. ერთი ოქროს დიპლომი მაქვს და იანვრის შემაჯამებელ ტესტშიც იმედი მაქვს, რომ ოქროს დიპლომს ავიღებ. ხშირად ვიწერ ამ კითხვებს და შემდეგ ჩემს კლასელებს ვეკითხები. ერთგვარ ტესტირებას ვუტარებ. ყველას ვურჩევ ამ პროექტში ჩართვას.“

კაციების უმცროსი ვაჟი ცოტნეც სენაკის N7 სკოლაში სწავლობს, მე-5 კლასშია. მასაც ერთი ოქროს დიპლომი აქვს და ელოდება, რომ ამ თვეში მე-2 ოქროს დიპლომს მოიპოვებს:

Izrune.ge ძალიან სახალისო პროექტია. მე კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს. ყოველდღიურად ვაკეთებ ტესტებს, ვემზადები იანვრის შემაჯამებელი ტესტირებისთვის. მეორე ოქროს დიპლომი მინდა ავიღო. ჩემს კლასელებს ვეკითხები Izrune.ge-ზე წაკითხულ კითხვებს, მათაც ძალიან მოსწონთ. წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს.“

Izrune.ge უკვე შეაფასეს განათლების სფეროს წარმომადგენლებმა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა აღნიშნა, ახალი პროექტი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებს პასუხობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც ოჯახის წევრების წახალისებას ემსახურება, რომ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი შვილების განათლებაში.

კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

სსსმ მოსწავლის ასისტენტებს ფუნქცია-მოვალეობებისა და მომსახურების შეწყვეტის წინაპირობას გააცნობენ - დეტალური ინფორმაცია

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები

„კითხვების მარათონის“ ორგანიზატორი პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ

წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება