სიახლეები
ეტალონი

„Izrune.ge აახლოებს მშობელსა და ბავშვს“ - ქუტირის სკოლა მოსწავლეების აღზრდა-განათლებაზე ახალ საიტთან ერთად ზრუნავს
16-02-2018
-
+


ქუტირის საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტია, მოსწავლეების აღზრდა-განათლების საქმეს წარმატებით ემსახურება. საგრანტო პროგრამები, საგანმანათლებლო პროექტები, ოლიმპიადები - ეს იმ აქტივობათა არასრული ჩამონათვალია, რომელშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. სკოლა განათლების სფეროს ყველა სიახლეს დიდი სიხარულით ხვდება. Izrune.ge სწორედ ასეთი სიახლე აღმოჩნდა, რომელშიც სკოლა მაღალი აქტივობით ჩაერთო. 

Izrune.ge ხელს უწყობს მოსწავლეების გონებრივ განვითარებას, ბავშვების სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას, მშობლისა და შვილის ურთიერთთანამშრომლობას. პროექტი უზრუნველყოფს მშობლის მაქსიმალურ ჩართულობას შვილის სასკოლო ცხოვრებაში, ეს კი აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელი თვალნათლივ  დაინახავს იმ პრობლემებს, რაც მის შვილს გააჩნია, რა საგნებშია ძლიერი, სად სჭირდება დახმარება... რა თქმა უნდა, ყველა სკოლას ვურჩევ პროექტში მონაწილეობას, რადგან Izrune.ge აახლოებს მშობელსა და ბავშვს, რათა ერთობლივად იზრუნონ მომავალზე,“ - აღნიშნავს ქუტირის სკოლის დირექტორი ზურაბ თოდუა.

Izrune.ge 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე შექმნილი მოსწავლეთა ინოვაციური სააგანმანათლებლო პორტალია, რომელიც გასული წლის ოქტომბრის ბოლოდან ათასობით მოსწავლის ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებას უფრო სახალისოსა და შემეცნებითს ხდის. 

„ეტალონის“ გამოცდილებით შექმნილი ახალი პროექტი ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ქუტირის სკოლისათვის. დღემდე დიდი ემოციებითა და სიხარულით იხსენებენ 2007 წელს მათი სკოლის მოსწავლის, ფიქრია ნიკოლეიშვილის „ეტალონში“ გამარჯვებას. როგორც ფიქრიას დედა და ქუტურის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი დარია გოგბერაშვილი, ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, მისი მოსწავლეების Izrune.ge-ში წარმატებამ თავისი შვილის წლების წინ „ეტალონში“ განცდილი სიხარული განუახლა:

„ჩემი მოსწავლეები დიდი ინტერესით არიან ჩართულები ახალ პროექტში. ოქროს მედლებიც აიღეს შემაჯამებელ ტესტში. მათმა წარმატებამ წლების წინ, ჩემი შვილის, ფიქრიას „ეტალონში“ გამარჯვების სიხარული გამიცოცხლა. ამ ბედნიერებისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. Izrune.ge-ს ხარისხიანი და მტკიცე ფესვები აქვს, „ეტალონის“ მრავალწლიანი გამოცდილებით არის შექმნილი. ძალიან მეხმარება ეს პროექტი, ბავშვები უფრო მოტივირებულები არიან, თქვენს იმედად ვარ.“

პროექტში ჩართვამ ქუტირის სკოლის მეორეკლასელი ანანო და ზუკა კიდევ უფრო მოტივირებული გახადა. ოქროს დიპლომების აღება მათთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა. ახლა თებერვლის შემაჯამებელი ტესტირებისთვის ემზადებიან, ყოველდღიურად აკეთებენ ტესტებს, რომ კვლავ ოქროს დიპლომები დაიმსახურონ:

 

„ძალიან გამიხარდა ოქროს დიპლომი რომ ავიღე. იანვარში შემაჯამებელი ტესტი წარმატებით რომ გავიარე, გოჩა ტყეშელაშვილმა მომილოცა (ტესტის დასრულების შემდეგ გოჩა ტყეშელაშვილის ხმა ისმის), ძალიან გამიხარდა. Izrune.ge მომწონს და ყველას ვურჩევ, რომ ჩაერთოს. მე ერთი თვეა, რაც დავრეგისტრირდი და მას შემდეგ ყოველდღიურად ვაკეთებ ტესტებს. ჩემი ბევრი კლასელია ჩართული, ისინიც ყოველდღე აკეთებენ ტესტებს. ახლა ვემზადები თებერვლის შემაჯამებელი ტესტირებისთვის, კიდევ მინდა ოქროს დიპლომის აღება,“ - აღნიშნა ანანო ღაღანიძემ.

„მე მინდა, რომ ამ პროექტში ყველა ჩაერთოს, ძალიან სახალისოა ეს ყველაფერი და ძალიან მომწონს. ერთი ოქროს დიპლომი მაქვს, ველოდები თებერვლის შემაჯამებელ ტესტირებას, რომ ისევ ოქროს დიპლომი ავიღო“, - გვითხრა ზუკა ბუაძემ.

როგორც ანანოსა და ზუკას მშობლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, პროექტმა საშუალება მისცათ, პერიოდულად და რეალურად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე. შვილებთან ერთად ისინიც ელოდებიან შემაჯამებელ ტესტირებას - შვილებზე ზრუნვის დღეს, რომელიც ყოველი თვის ბოლო კვირა დღეა.


ელისო გედენიძე ანანო ღაღანიძის დედა:


„ჩვენი შვილებისთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვები ცოდნას იღრმავებენ, მეტად მოტივირებულები არიან. ამისთვის დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს. მინდა აღვნიშნო, რომ ტესტები ძალიან კარგად არის შედგენილი. ჩემი ორივე შვილი ჩართულია ამ პროექტში. უფროსი მე-7 კლასშია და ისიც აქტიურად აკეთებს ტესტებს. ამ თვეში ჩაერთო. ყოველდღე ვარჯიშობს, კმაყოფილი ვარ ამით.“ 




ნინო გაგოშიძე ზუკა ბუაძის დედა:

„აღფრთოვანებული ვარ Izrune.ge-თი. შვილთან ერთად მეც აქტიურად ვარ ჩართული ამ პროექტში. მშობლებს რომ დაგვავიწყდეს, ბავშვს არ გამორჩება. მეუბნება, ჩამირთეო და თვითონ შედის. თამაშების მაგივრად ამ საიტზე რომ შევა ბავშვი და ცოდნას გაიღრმავებს, ამას რა სჯობია?! დიდი მადლობა თქვენ, თინიკო ფიფიას, ჩვენს მასწავლებელს, რომელმაც ამ პროექტის შესახებ მოგვაწოდა ინფორმაცია. ყველას ვურჩევ, რომ ამ პროექტში ჩაერთონ, ყველა ბავშვისთვის კარგია.“


ახალი საიტი საქართველოს ყველა რეგიონსა თუ ქალაქში შეაფასეს ინოვაციურ პროექტად და თანამედროვე განათლების აუცილებელ გამოწვევად. ქუთაისელი, ლანჩხუთელი, ბათუმელი, ხელვაჩაურელი, ზუგდიდელი, რუსთაველი... მოსწავლეები Izrune.ge-ს იდეის გარშემო არიან გაერთიანებულები და ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებენ ცოდნას და თავიანთ სასკოლო ცხოვრებას კიდევ უფრო საინტერესოს ხდიან.

„მოუთმენლად ველოდებით ახალი ტესტების დადებას, ღამეებსაც კი ვათევთ“ - კაციების ოჯახი Izrune.ge-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია

კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვინ ჩააბარებს გამოცდას 8 სექტემბერს გამოცდების ეროვნულ ცენტრი - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

აკრძალული ნივთებისა და საშუალებების ჩამონათვალი კანონითაა განსაზღვრული

როდის არის კანონით აკრძალული მოსწავლისთვის სკოლის შეცვლა - დეტალური ინფორმაცია

განათლების მინისტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს შეხვდა 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება