სიახლეები
ეტალონი

Izrune.ge - პროექტი, რომელმაც მელეს სკოლის მოსწავლეთა ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და სახალისო გახადა
07-03-2018
-
+


მეორე თვეა, რაც მელეს მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლის მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო და სახალისო გახდა. ბავშვები მეტად დაუახლოვდნენ წიგნსა და ერთმანეთს, უფრო მოტივირებულები და მონდომებულები გახდნენ, რომ მეტი იკითხონ და ცოდნა გაიღრმავონ.

პროექტი, რომელმაც 41 წლიანი ისტორიის მქონე სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლე და ცვლილება შეიტანა - Izrune.ge-ა - საიტი, რომელიც სულ რაღაც 5 თვეა ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა და ათასობით მოსწავლისა და მშობლის ყურადღება მიიქცია. Izrune.ge მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.

მელეს საჯარო სკოლის დირექტორი ვასო ავალიანი, რომელიც სკოლას 30 წელია  ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა სწრაფი აზროვნების განვითარებას: 

Izrune.ge არის საგანმანათლებლო, ინტელექტუალური პროექტი, რომელიც მოსწავლეებში მკვეთრად ამაღლებს სწავლების მოტივაციას, ხელს უწყობს სწრაფი აზროვნების განვითარებას. პროექტში ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე ოჯახთან ერთად არის ჩართული. Izrune.ge-ში მშობელთა ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. მე როგორც დირექტორი, ყველა სკოლას ვურჩევ ამ ახალ პროექტში ჩართვას.“


როგორც მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, პროექტმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეძლო - ბავშვები წიგნის ფასს მიხვდნენ.

„ყველა მოსწავლისა და მშობლის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო საიტისთვის. ამ პროექტში ჩართვის შემდეგ ისეთი მონდომება შევატყვე ჩემს შვილებს, არამარტო ჩემებს, მთელი სკოლის ბავშვები წახალისდნენ, უფრო მოტივირებულები არიან. მოგეხსენებათ, სვანური ცხოვრება არ არის საინტერესო, მრავალფეროვანი. ჩვენთვის ეს პროექტი ძალიან დიდი სიახლეა. ბავშვები ყველანაირად შეიცვალნენ, კითხვაც უფრო უხარიათ. იმ საგნებში, საიდანაც მოდის კითხვები, უფრო აქტიურები გახდნენ. ცდილობენ, რომ ყველა კითხვას სწორად უპასუხონ. შემდეგ ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შედეგებს, ქულებს. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა დიდი სიხარულია ბავშვებისთვის. ამ ყველაფერმა მოსწავლეები უფრო დაახლოვა ერთმანეთთან. პროექტმა შეძლო ყველა მშობლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - ბავშვები წიგნის ფასს მიხვდნენ. შემაჯამებელი ტესტირების დროს მთელი ოჯახი ვსხედვართ კომპიუტერთან - მამა, დედა, მამიდა და ვამოწმებთ ბავშვის ცოდნის დონეს. ყველას შეგვეტყო მონდომება, ძალიან გავხლისდით. ეს ყველაფერი კი ამ საიტის წყალობითაა, “ - აღნიშნავს Etaloni.ge-სთან საუბრისას ორი მოსწავლის მშობელი ეკა გვიდანი.

საიტის მიზანია, მოსწავლეთა მშობლებს, ოჯახის წევრებს მიეცეთ საშუალება, თანამედროვე ტექნოლოგიებით უშუალოდ იზრუნონ შვილების განათლებაზე, სისტემატურად შეაფასონ შვილების განათლებისა და უნარ-ჩვევების დონე, ოჯახი მეტი აქტივობით ჩაერთოს შვილების აღზრდა-განათლება-წახალისებაში.

ახალი პროექტი მოსწავლეებსა და მშობლებს სკოლის დირექტორმა, ვასო ავალიანმა გააცნო. მე-2 დღესვე ყველა ჩაერთო და მას შემდეგ ბავშვები ინდივიდუალურად მათთვის შექმნილ ტესტებს ცოდნის გაღრმავებისა და გამყარებისთვის ყოველდღიურად აკეთებენ. ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს - შვილებზე ზრუნვის დღეს კი შემაჯამებელ ტესტირებას გადიან. წარმატებით გავლის შემთხვევაში, მოსწავლე სპეციალურ დიპლომს იღებს. ოჯახს აქვს საშუალება მიღებული დიპლომი გააზიაროს სოციალურ ქსელში, შეინახოს ან ამობეჭდოს, გააკრას კედელზე, იამაყოს შვილის მიღწევით.

„ორი შვილი მყავს, უფროსი მეცხრეშია, უმცროსი კი მეექვსეში. როგორც კი ჩვენი სკოლის დირექტრმა ამ პროექტის შესახებ გვითხრა, მაშინვე შევუდექით რეგისტრაციას. პროექტმა ბავშვებში სწავლისადმი მოტივაცია გაზარდა, მოსწავლეები ხალისით ეკიდებიან სწავლის პროცესს. ტესტებზე ბავშვები დამოუკიდებლად მუშაობენ, თუმცა ზოგიერთ კითხვას ერთად ვამუშავებთ. გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში რჩება, რომ ტესტები გააკეთონ. ჩვენთან ინტერენეტის პრობლემაა და ამიტომაც რჩებიან სკოლაში,“ - გვითხრა ინგა ონიანიმამ, რომელიც ორი მოსწავლის მშობელი, მელეს საჯარო სკოლის საქმისმწარმოებელი და მასწავლებელია.

„დიდ მადლობას ვუხდი გოჩა ტყეშელაშვილს ამ არაჩევულებრივი პროექტისთვის. მადლობა ჩვენი სკოლის დირექტორს ვასო ავალიანს, რომ ასეთ კარგ პროექტში ჩართო ჩემი შვილი. ერთი შვილი მყავს, რომელიც მე-5 კლასშია. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ საიტით. ბავშვი სახლში როგორც კი მოვა, ელოდება ტესტები რომ ჩავურთო. ამ პროექტმა მას საკუთარი შესაძლობლებები უფრო კარგად დაანახა, კითხვითაც უფრო მეტს კითხულობს, რომ ყველა დავალებას სწორად გასცეს პასუხი. თებერვალის შემაჯამებელ ტესტირებაში ვერცხლის დიპლომი აიღო და ეს ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო,“ -  აღნიშნა მშობელმა მაია გველებიანმა.

მარიამი, ბარბარე და ქეთი მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სამივე მარტის  შემაჯამებელ ტესტირებას ელოდება, რომ ოქროს დიპლომები აიღონ. ამისთვის კი ყოველდღიურად ასრულებენ დავალებებს, ინდივიდუალური ტესტებით საკუთარ ცოდნას ამოწმებენ:

მარიამ რატიანი მე-4 კლასის მოსწავლე:

„ყოველდღიურად ვაკეთებთ ტესტებს მე და ჩემი და. სახლში რომ მივდივართ, ეგრევე ჩავრთავთ კომპიუტერს, რომ ტესტები გავაკეთოთ. ვერცხლის დიპლომი ავიღე ორჯერ, ვემზადები რომ მარტში ოქროს დიპლომი ავიღო. ამ პროექტმა ცხოვრება უფრო ხალისიანი გახდა.“

ბარბარე გველებიანი მე-9 კლასის მოსწავლე:

„ამ პროექტის შემდეგ ყველაფერი ძალიან შეიცვლა. ყველა ბავშვს ვურჩევ, რომ Izrune.ge-ში ჩაერთოს და ცოდნა გაიღრმავოს. ძალიან საინტერესოა ეს პროექტი. მე და ჩემს კლასელებს ძალიან მოგვწონს.“

ქეთი ონიანი მე-6 კლასის მოსწავლე:

„ორი შემაჯამებელი ტესტი გავიარე და ბრინჯაოს დიპლომები ავიღე. ახლა, მარტში იმედი მაქვს, რომ ოქროს დიპლომს ავიღებ. Izrune.ge-სთან ერთად სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და კარგია. ყველას ვურჩევ ამ საიტში ჩართვას.“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

 მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული...

ბაღიდან გათავისუფლებული აღმზრდელი, რომლის აღსაზრდელსაც კარადა დაეცა, სამსახურში სასამართლომ დააბრუნა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ თავიანთი ქვეყნის კულინარიულ მემკვიდრეობას

 

 

სპორტულ-გასართობ ღონისძიებას პედაგოგი გრიგოლ სოფრომაძე ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობას უხდიან ლუიზა ტვილდიას მასპინძლობისა და საინტერესო გამოცდილების გაზიარებისთვი

კონფერეცნია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო შემეცნებითი აღმოჩნდა

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება