TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრომ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
03-08-2022
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა, რომლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უპრეცედენტო თანხა - 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.  

საგრანტო კონკურსის დეტალები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ განიხილეს.

გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო კონკურსი ინოვაციური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების გზით მეცნიერებასა და ბიზნესს  შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს, რაც არსებული სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კონკურსის მიზანს წარმოადგენს ორიგინალური კვლევების შერჩევა/დაფინანსება, რომლებიც კონკრეტული პრობლემების ან პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად ახალი ცოდნის შექმნას ან არსებული ცოდნის ახლებურად გამოყენებას ემსახურება. გარდა ამისა, კონკურსი ითვალისწინებს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის, მეთოდოლოგიის, პროდუქტის, მომსახურების ან გადაწყვეტის გამოყენებითობის დადგენას  პროტოტიპის ლაბორატორიულ,  სიმულაციურ გარემოში ექსპერიმენტაციისა და ქმედითობის,  მისი  რეალურ გარემოში გამოცდისა და გამოყენების დემონსტრირების გზით.

კონკურსი ასევე ხელს შეუწყობს კომერციალიზაციის, ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივის მქონე სამეცნიერო კვლევების იდენტიფიცირებასა და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკაში.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 ლოტი:

1. კონცეფციის დამტკიცება – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დადგენა ლაბორატორიულ ან სიმულაციურ გარემოში გამოცდის გზით.
  • პროექტის ხანგრძლივობაა 1-2 წელი;
  • კონცეფციას უნდა გააჩნდეს  „საქპატენტის“  მიერ გაცემული დადებითი დასკვნა გამოგონების პატენტუნარიანობაზე;
  • გამარჯვებული პროექტის  ჯამური ბიუჯეტია 180 000 ლარი.
2. პილოტირება – მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დასაბუთება  რეალურ ინდუსტრიულ გარემოში, წარმოებაში  გამოცდის  გზით.
  • პროექტის ხანგრძლივობაა – 1 - 2 წელი;
  • კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით;
  • გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 240 000 ლარი.
3. დანერგვითი კვლევა - მეთოდოლოგიური ან ტექნოლოგიური იდეის გამოყენებითობის დემონსტრირება საწარმოო  გარემოში, საწარმოო ხაზის სერვისის აპრობაცია ბაზარზე გასასვლელად.
  • პროექტის ხანგრძლივობაა – 1 - 2 წელი;
  • კვლევის იდეა უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში ან  უცხოეთში გაცემულ პატენტს, რომელიც ძალაში იქნება კონკურსის გამოცხადების დღიდან მინიმუმ 2 წლის ვადით
  • გამარჯვებული პროექტის ჯამური ბიუჯეტია 360 000 ლარი.

კონკურსის ფარგლებში პროექტების  შეფასების კრიტერიუმები და პროცედურები იცვლება თანამედროვე ევროპული მიდგომების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ გამოყენებითი კვლევებისთვის  სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი მოიცავს EUROSTAT/OECD-ის   კლასიფიკაციით დადგენილ სამეცნიერო მიმართულებებსა და დარგებს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება