TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებისთვის რეგიონული და ეროვნული კონფერენციები ყოველ წელს ჩატარდება
02-08-2022
-
+


მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, ზოგადი_განათლების რეფორმის ფარგლებში,  ეროვნულ კონფერენციაზე, 82 პანელურ სესიაზე 1114 მოხსნების სახით წარმოდგენილი იყო როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე სხვადასხვა თემის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური დავალებები, მოსწავლეთა შეფასებები, პედაგოგთა თვითშეფასება და პროცესების მოკლე ანალიზი.

წარმოდგენილი იყო როგორც სამინისტროს ექსპერტების, ქოუჩების მიერ შეთავაზებული თემატური მატრიცები, ასევე თავად მასწავლებლების მიერ შექმნილი ან ადაპტირებული კომპლექსური დავალებები შესაბამისი თემების ფარგლებში. საინტერესო იყო დაკვირვება, ერთი და იგივე კომპლექსური დავალებები როგორ განხორციელდა სხვადასხვა მასწავლებლის მიერ განსხვავებულ გარემოში, სრულიად განსხვავებული ხედვებით, საბოლოო პროდუქტებით, რამაც თვალნათლად დაგვანახა პედაგოგთა ინდივიდუალიზმი, მოტივაცია და რაც მთავარია ფიქრის პროცესი. თითოეული დავალება გააზრებული იყო, მასწავლებელი ითვალისწინებდა კლასის ინტერესებსა და საჭიროებებს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიებთან ინტეგრირებული კომპლექსური დავალებები და STEAM პროექტები.

აღსანიშნავია, რომ მომხსენებლებს შორის იყვნენ არაქართულენოვანი სკოლების ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები, რომლებმაც დაწყებით საფეხურზე განხორციელებული კომპლექსური დავალებების შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაციები და ქართულ ენაზე გააცნეს დამსწრეებს.

„რეგიონული და ეროვნული კონფერენციები ყოველწლიურად ჩატარდება. კონფერენციების სისტემური ხასიათი საშუალებას მისცემს მასწავლებლებს აქტიურად ჩაერთონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური დავალებების დანერგვის პროცესში. გამოცდილების გაზიარება, უკუკავშირის მიღება საშუალებას მისცემს თითოეულ მონაწილეს შეაფასოს საკუთარი საქმიანობა, გაეცნოს სისტემის გამოწვევებს და დაამყაროს პროფესიული კავშირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება