სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„სკოლის ხელმძღვანელობა ძალიან ფაქიზი საქმეა“ - დირექტორები თანამდებობის შესახებ
29-07-2022
-
+


სკოლის ხელმძღვანელობა, რომ ძალიან რთულია ამაზე სასკოლო საზოგადოება ერთხმად თანხმდება. დირექტორები ცხოვრების დიდ ნაწილს სწორედ სკოლაში ატარებენ. მათი საზრუნავი ბავშვებთან ერთად მშობლები და პედაგოგები არიან. მათ მიერ გაწეული შრომა არა მხოლოდ ბავშვებსა და პედაგოგებზე აისახება, არამედ სკოლის წარმატებაზეც.

etaloni.ge დაინტერესდა რა სირთულეები ახლავს დირექტორობას და ამის გასაგებად საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებს მივმართეთ, რათა მათი კომპეტენტური აზრი მოგვესმინა.

დოდო ხაჩიძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის დირექტორობა საკმაოდ რთული პროფესიაა. ადამიანს ძალიან ბევრი თვისება სჭირდება, რათა ხელმძღვანელი იყოს. აქ მხოლოდ პროფესიონალიზმი კი არა, არამედ ლიდერის, გუნდური მუშაობის თვისებებიც საჭიროა. არ ვემხრობი იმ აზრს, რომ დირექტორს მხოლოდ მენეჯერული თვისებები უნდა ჰქონდეს. თუ ადამიანმა არ იცი სასკოლო-სასწავლო გეგმა, არ იცნობ პედაგოგიურ სფეროს მაშინ ხელმძღვანელობა განსაკუთრებულად რთულია.

ყველაზე დიდ სირთულეს, ჩემსავით მცირეკონტიგენტიანი სკოლებისთვის კადრების ნაკლებობა წარმოადგენს. ჩემს სკოლაში სულ 70 მოსწავლეა და აქედან გამომდინარე არ გვყავს სასწავლო ნაწილი, საინფორმაციო მენეჯერი, სამნეო ნაწილი... დირექტორი იძულებულია სხვადასხვა ფუნქციები შეითავსოს. ერთ ხელში ჩაქუჩი გეკავოს, დაესწრო მასწავლებლებს გაკვეთილებზე და ა.შ. ეს ყველაფერი ძალიან ძნელია. გარდა ამისა, ჩვენნაირ სკოლებში დირექტორების ანაზღაურება მცირეა. იმდენად ცოტაა იმ საქმიანობის საპირწონედ, რაც გვაკისრია, რომ იძულებულები ვხვდებით საათები ავიღოთ. ეს საათები რომ არა, მხოლოდ დირექტორის ხელფასი არაფერია... რთულია ეს ყველაფერი.

ლია შოთაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის პროფესია სირთულეებს ნამდვილად უკავშირდება. ერთ-ერთი კი სასკოლო კულტურაა, რომელიც სკოლაში წლების განმავლობაშია დამკვიდრებული და ძნელია რაიმე შეცვალო. სასკოლო კულტურა ყველაფერში იგულისხმება თუნდაც თანამშრომლობის კუთხით ანდაც ანგარიშვალდებულებებითი სისტემა. ეს ჩვევები, რაც ზრდასრულ ადამიანებს აქვთ რთულია შეცვალე. ასევე, სირთულეებია დროსთან დაკავშირებით, რადგან ძნელია სამსახურსა და ოჯახს შორის დრო გადაანაწილო. ბევრი საქმეა და სასკოლო ცხოვრებაში დირექტორის ჩართულობა ყველა მიმართულებით საჭიროა. დირექტორი მხოლოდ მენეჯერი არ არის, მას საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციაც აკისრია და ჩართულია სასკოლო ცხოვრებაში. ეს იქნება: ხარისხის მართვა, კათედრების მუშაობა თუ სხვადასხვა კურიკულუმების შემუშავება. ვფიქრობ, დირექტორი მაგალითი უნდა იყოს. ამ კუთხითაც ძალიან დიდი შრომაა საჭირო. პირადად მე, როგორც დირექტორს მიწევს მასწავლებლობით მაქსიმალურად დავიტვირთო, რათა კოლეგებისთვის თვალხილული მაგალითი ვიყო. სკოლის ხელმღვანელს ყველა მიმართულებით დიდი პასუხისმგებლობა აქვს. მე უკვე 6 წელია რაც დირექტორი ვარ და მივხვდი, არ არის ადვილი შეეჭიდო ამდენი ბავშვის, მშობლისა და თანამშრომლის განვითარებას. არის მომენტები, როდესაც ადამიანი შეგუებულია პედაგოგის სტატუსს და განვითარება არ უნდა. ამიტომაც, დირექტორმა უნდა მაგალითი მისცეს და დაანახოს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის განვითარებას. ამას კი ფსიქოლოგიური მზაობაც სჭირდება. დირექტორს ემოციური ინტელექტი მაღალი უნდა ჰქონდეს, რათა ემოციები მართოს. 

ნაირა კვინიკაძე, ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე სკოლის დირექტორი სულ ერთი წელია რაც ვარ. ვფიქრობ დასაწყისში ყოველთვის მაინც უფრო რთულია. გჭირდება თავის დამკვიდრება და თანამშრომლებში ნდობის დამსახურება. ასევე, დიდ სირთულეს და გამოწვევას ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგენს, რადგან მოითხოვს ბევრი სიახლის დანერგვას და თუ დირექტორი არ არის ამ საკითხებში გათვითცნობიერებული, ვერც თანამშრომლებში მიიტანს ამ სიახლეებს სწორად. 

ლუიზა შონია, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორობა ძალიან რთულია. ყველაზე მეტი გამოწვევა მაინც მენეჯერული საკითხების სწორად მოგვარება და წარმართვაა. ეს სირთულეები კი ეტაპობრივად ვლინდება. აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში დირექტორად 2007 წლიდან ვმოღვაწეობ და მოსწავლეებთან თუ კოლეგებთან ყოველთვის ვთანამშრომლობ. ამ მხრივ რაიმე სირთულე პირადად მე არ შემხვედრია. 

ინგა ბერაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორობას ძალიან ბევრი სირთულე სდევს თან განსაკუთრებით ისეთ სკოლაში, როგორიც სარგვეშის საჯარო სკოლაა. არაფერია დასამალი, სულ 13 მოსწავლე გვყავს და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სირთულე თუ არა, განათლებულ საზოგადოებასთან ურთიერთობა სირთულეს არ წარმოადგენს. ბავშვების ესეთი მცირე რაოდენობაა უპირველესი გამოწვევა, რადგან გვჭირდება ძალიან ბევრი ფიქრი თუ შრომა, რომ თითოეული ბავშვი მოვიზიდოთ სკოლაში. ზოგადად, კი დირექტორებისთვის უამრავი გამოწვევა არსებობს. დირექტორობა ადვილი არ არის, ეს დიდი ტვირთია. დირექტორობა დამსახურება არ მგონია, ეს არის შრომა, რომელიც არ ჩანს.

გელა სირაძე, ბათუმის N13 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორების სირთულეები ძირითადად სკოლის მართვას უკავშირდება. ის, რომ დღეს ახალი მიდგომები არსებობს და ახალგაზრდებში სულ სხვა სტანდარტებია. თანამედროვე თაობა ისეთი აღარ არის, როგორებიც ადრე იყვნენ. მათ თანამედროვე მიდგომები სჭირდება. ერთგვარი ტრანსფორმაციაა საჭირო, რათა სკოლის მართვა ახალი მიდგომებით დავიწყოთ, როგორც მოსწავლეებში ასევე, მასწავლებლებში. სირთულეები ძირითადად დირექტორობის დასაწყისში. თუმცა ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. ამ სკოლაში დაახლოებით 1995 წლიდან ვარ აქედან გამომდინარე შეჩვეული ვიყავი. მე პედაგოგიური გამოცდილებაც მაქვს და წლების განმავლობაში დირექტორის მოადგილედ ვმუშაობდი. პირდაპირ ვინც შედის სკოლაში ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვფიქრობ, მას უფრო მეტად გაუძნელდება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ გვაქვს ერთი გაჭირვება და სიხარული სწორედ ეს არის სკოლის წარმატებაც. 

მანანა კიკვაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორობა ძალიან რთულია, მაგრამ ამ სიძნელეებს უდიდესი სტიმულიც ახლავს თან. სკოლის ხელმძღვანელობა ეს საოცარი ფენომენია. სირთულეები კი ის არის რომ, ხარ ოჯახიდან მოწყვეტილი, დილიდან საღამომდე გასული და ასევე, იმ ურთიერთობის დეფიციტს განიცდი, რაც საზოგადოებასთან არის საჭირო. ჩემთვის დირექტორობა არის სამსახურიც და შვილიც. სულ ხომ ვერ ვიქნები დირექტორი? ამაზე ფიქრისას ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი... ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა დირექტორობა. ამდენი ბავშვის ბედი და სიცოცხლე, მასწავლებლების ჭირ-ვარამი გაბარია. სკოლის ხელმძღვანელობა ძალიან ფაქიზი საქმეა. უამრავი თვალი და ყური მოგჩერებია, მაგრამ ჩემთვის დირექტორობა ძალიან სასიამოვნოა. 

გივი ხალვაში, ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორობა უკავშირდება ისეთ სირთულეს, როგორიც მაგალითად ინფრასტრუქტურააა. სკოლაში საკლასო ოთახების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელბსაც საზოგადოება გვიყენებს. ანუ, სკოლაში ჩარიცხვის მსურველი ბევრია, მაგრამ ჩვენ მიღების საშუალება არ გვაქვს. ასევე, დირექტორებისთვის, რომლებიც თბილისში არ არიან სირთულეა შესყიდვები. კონსოლიდირებული ტენდერი, როდესაც ცხადდება იძულებულები ვართ ჩავიდეთ თბილისში და პროდუქცია იქიდან ჩამოვიტანოთ.

ასევე სირთულეა, გრიფირებული სახელმძღვანელოების საკითხი. დირექტორებს, გვიწევს არჩევა სანამ სახელმძღვანელო დაიბეჭდება. მასწავლებლები კმაყოფილები არ არიან რომ ისეთ სახელმძღვანელოს ვირჩევთ, რომელიც ხელში არ აქვთ. 

სკოლის ხელმძღვანელისთვის სირთულეს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობაც წარმოადგენს, რადგან მათი მხრიდან მონაწილეობა დაბალია. მშობელი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული. მათი მონაწილეობის გარეშე დასახულ ამოცანებს ჩვენ წარმატებით ვერ გადავწყვეტთ. ვცდილობთ ამ საკითხის მოგვარებას, თუმცა სახარბიელო შედეგები არ არის.

დირექტორებისთვის სიძნელეს წარმოადგენს სკოლაში კვალიფიციური კადრების მოძიება. მაგალითად სპორტისა და ფიზიკური აღზრდის, ფიზიკის, ქიმიის და ა.შ. არასერტიფიცირებულ კადრებს ნახავთ, მაგრამ სერტიფიცირებული ჭირს... ზოგჯერ გვიწევს, დროებით არასერტიფიცირებული მასწაველებელი მივიღოთ.

ადრე, მაგალითად იყო სპეციალური მაღაზიები, სადაც სკოლებს შეეძლოთ ლაბორატორებისთვის თვალსაჩინოებები შეგვეძინა. დღეს ასეთი მაღაზიების ნაკლებობაა და ის აუცილებელი ინვენტარი, რომელიც მასწავლებელს სჭირდება და სკოლამ უნდა მიაწოდოს ამის საშუალება მაინცდამაინც არ არის. ვფიქრობ, ამ საკითხზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის განათლების სამინისტრო დახმარებას ნამდვილად ცდილობს, მაგრამ მათაც მწირი ბიუჯეტი აქვთ, რომ ყველა არსებული პრობლემა მოაგვარონ.

თამარ წიწილაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის ხელმძღვანელობა ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ მოვალეობები დელეგირებულია მაინც შენ ხარ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ვთვლი, რომ დირექტორი პროფესიით მასწავლებელი უნდა იყოს. მე რომ პარარერულად პედაგოგი ვარ ეს ძალიან მეხმარება ამა თუ იმ პრობლემას მასწავლებლის თვალით შევხედო. გამოწვევებს, თუნდაც პროფესიული მომზადების კუთხით... უფრო ღრმად ვარ ჩახედული სკოლის შიდა სამზარეულოში. ეს სკოლის მართვაში ძალიან მეხმარება. თითოეულ თანამშრომელს როგორც შენს დაქვემდებარებაში მყოფს კი არ უნდა უყუროს დირექტორმა, არამედ მის ყოველდღიურობაზე უნდა იზრუნო. როდესაც ადამიანური კუთხით შეხედავ ყველაფერს სათანადო შედეგსაც მიიღებ. პასუხისმგებლობაა დირექტორის პროფესიაში ყველაზე დიდი სირთულე. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის დირექტორია პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს მე არ მევალებოდა და ეს მხოლოდ მასწავლებლის ან დამრიგებლის პრობლემა იყო... დირექტორს სკოლის მაჯისცემა უნდა ესმოდეს, ისე სკოლის ხელმძღვანელად ვერ იმუშავებს.

მარიამ გარაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს ქვეყანაში დირექტორობა ბევრ სირთულეს უკავშირდება, გამომდინარე იქიდან რომ საგანმანათლებლო სისტემაში ძალიან ბევრი რეფორმები მიმდინარეობს. დირექტორებს ამ რეფორმებისთვის ყოველთვის გვჭირდება მზადყოფნა და ცვლილებებზე მორგება, რათა მასწავლებლებამდე, მოსწავლეებამდე და მშობლებამდე მივიტანოთ. სირთულეები, რომლებიც დაუძლეველია ასეთი, ნამდვილად არ არის, მაგრამ რეფორმებიდან გამომდინარე მუდმივად პროფესიულ ზრდაში უნდა ვიყოთ. საჭიროა, ეს სიახლეები ისე განვახორციელოთ, რომ მოსწავლეებზე აისახოს და ისეთი მოქალაქეები გავზარდოთ, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გამოადგებიან. 

მერი ხადილაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორების წინაშე სირთულე და გამოწვევები ყოველთვის არის. ჯერ ერთი, ჩვენ განუსაზღვრელი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ძალიან რთულია მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობა. ასევე, ხელმძღვანელ პირს აქვს თმენის ვალდებულება. ჩვენ ყველა ადამიანის ხასიათს უნდა მოვერგოთ, რათა სკოლაში კარგი ურთიერთობები შევინარჩუნოთ. სიძნელეები ეტაპობრივად ჩნდება, ხვდები, რომ ყველაფერი ის არ არის როგორც დასაწყისში წარმოგედგინა, მაგრამ მე მანამდე მასწავლებელი ვიყავი და სასკოლო საზოგადოებაზე მქონდა წარმოდგენა. გამოცდილება დირექტორს პრობლემასთან გამკლავებაში ეხმარება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები
საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები

მოსწავლეებმა მოუსმინეს მუსიკის ფრაგმენტებს და შეუსაბამეს წელიწადის დროების ამსახველ ბუნების სურათებს

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება