TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განმსაზღვრელი შეფასების 5 მიზანი - რაში გვეხმარება ქულებით შეფასება?
27-07-2022
-
+


განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის აკადემიური მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებაში.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განმსაზღვრელი შეფასების ამოცანებია:

  • ცოდნათა ურთიერთდაკავშირების უნარის შეფასება;
  • ცოდნის სამივე კატეგორიის გამოყენების უნარის შეფასება;
  • ცოდნის ერთობლიობათა ფუნქციურად გამოყენების უნარის შეფასება.

რაში გვეხმარება ქულებით შეფასება და რა არის განმსაზღვრელი შეფასების მიზანი?

  • სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
  • მოსწავლის მიღწევის დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით  განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში;
  • აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა;
  • მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება;
  • რამდენად მიაღწია მოსწავლემ სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ ნორმასთან მიმართებით).

განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები კი შემდეგია:

  • საგნის მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
  • სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში;
  • წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში (გამონაკლისს წარმოადგენს მეხუთე კლასის წლიური ქულა, რომელიც მეორე სემესტრის საგნის სემესტრული ქულის იდენტურია. წლიურ ქულაში შეიძლება წლიური გამოცდის ქულაც აისახოს, თუ ასეთი გამოცდა გათვალისწინებულია სასკოლო სასწავლო გეგმით და სკოლის მიერ განსაზღვრულია, რომ მას გავლენა ექნება საგნის წლიურ ქულაზე).

შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის მიხედვით. ესენია: მაღალი (9 და 10 ქულა), საშუალოზე მაღალი (7 და 8 ქულა), საშუალო (5 და 6 ქულა), საშუალოზე დაბალი (3 და 4 ქულა) და დაბალი (1 და 2 ქულა).


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება