სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

6 მნიშვნელოვანი რამ, რაც მოსწავლეებს დისკუსიის გამართვამდე უნდა ასწავლოთ
07-08-2022
-
+


დისკუსია, როგორც სასწავლო აქტივობა, ხელს უწყობს მოსწავლეებში მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარებას.

დისკუსიის მეშვეობით მოსწავლეები აზრების მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების გამოტანას სწავლობენ, ისინი მსჯელობენ და ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიებაში სადავო საკითხების გადაჭრის უნარს ეუფლებიან.

მასწავლებელმა დისკუსიის დაწყებამდე მოსწავლეებს უნდა განუმარტოს, რომ მათ მოეთხოვებათ: არგუმენტირებული მსჯელობა; გადაწყვეტილების მიღება და დისკუსიის წესების დაცვა (ერთმანეთს აცადონ საუბარი, არ შეაწყვეტინონ სიტყვა, აიწიონ ხელი, თუ რამის თქმა სურთ და ა.შ)

პედაგოგმა სასურველ მიზანს რომ მიაღწიოს, აუცილებელია, მოსწავლეებს დისკუსიის დაგეგმვამდე 6 მნიშვნელოვანი საკითხი გაააზრებინოს. კერძოდ, დისკუსიის დროს მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ:

  • არ არსებობს მცდარი და სწორი აზრი; არსებობს დაუსაბუთებელი და დასაბუთებული მოსაზრება;
  • დისკუსიის მიზნები და წესები წინასწარ არის განსაზღვრული;
  • დისკუსიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ჯგუფის მიერ განსახილველი საკითხის შესახებ ცოდნის გამომჟღავნება და ამ ცოდნის გამოყენება პრობლემის გადაწყვეტისათვის;
  • დისკუსია პასუხების განუსაზღვრელ რაოდენობას წარმოშობს და არ მოითხოვს ერთადერთ დასკვნას;
  • რადგანაც არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, საკუთარი თვალსაზრისის დაცვასთან ერთად სხვების თვალსაზრისსაც უნდა სცენ პატივი;
  • ისინი აკრიტიკებენ აზრებს და არა ადამიანებს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეები სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამართულ მოსწავლეთა II სამეცნიერო კონფერენციას შეუერთდნენ

„პროგრამა ბავშვებს ადრეული ასაკიდან აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება