სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გაიგეთ, რომელი ტიპის მასწავლებელი ხართ
25-12-2022
-
+


არსებობს მასწავლებელთა რამდენიმე ტიპი. ესენია - იდეალისტები, პრაქტიკოსები, რაციონალისტები და ზომიერები.

იმის მიხედვით, თუ როგორ აირჩიეთ პროფესია, რა არის თქვენი მიზანი და როგორ დამოკიდებულება გაქვთ მოსწავლეებთან, შესაძლებელია გაარკვიოთ, რომელი ტიპის მასწავლებელი ხართ.

იდეალისტი

ამ ტიპს მასწავლებელი სასწავლო პროცესში სიახლეების შეტანაზე ნამდვილად ზრუნავს. ის არამხოლოდ თავის მოსწავლეებზე, არამედ საზოგადოებაზეც ფიქრობს. გარდა ამისა, თავის მიზნად სოციალური სამართლიანობის გაუმჯობესება და ვითარების გამოსწორება ესახება. სამუშაოს ძიებისასაც კი იმაზე ფიქრობენ, თუ სად შეძლებენ უდიდესი ცვლილებების შეტანას.
ამ ტიპის მასწავლებლებს სამსახურიც იმიტომ იზიდავთ, რომ თავიანთი საგანი უყვართ და ახალგაზრდებთან მუშაობის სურვილი აქვთ.

პრაქტიკოსი

ამ ტიპის მასწავლებელს საზოგადოებაში საკუთარი წვლილის შეტანა იმდენად არ აინტერსებს, რამდენადაც საკუთარი მოსწავლეების განვითარება. ისინი თავიანთი პროფესიის ერთგულები არიან. მათ მუდამ პროფესიულად კიდევ უფრო განვითარება უნდათ და ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ. გარდა ამისა, მუშაობის დაწყებისას, სკოლის პოლიტიკას, მოსწავლეთა ზოგად ქცევებსა და მიღწევებსაც ითვალისწინებენ,

 რაციონალისტი

ამ ტიპის მასწავლებლები, შეიძლება ითქვას, რომ პროფესიას პრაქტიკული მიზეზების გამო შეუერთდნენ. მათ სჯერათ, რომ ცვლილებების შეტანა შეუძლიათ, მაგრამ, ამავდროულად, პრაგმატულები არიან და აცნობიერებენ, რომ მათ სამუშაო კარგი ანაზღაურებითა და გრძელვადიანი არდადეგებით სჭირდებათ. მათთვის ეს ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გამო შეიძლება პროფესიაზეც უარი თქვან. ამიტომაც, ისინი ისეთ სკოლებში მუშაობენ, სადაც, ამ მხრივ, კომფორტის ზონაში არიან. გარდა ამისა, ნაკლებადსავარაუდოა, რომ ამ ტიპის მასწავლებელმა მოსწავლეებს აღნიშნული პროფესიის არჩევა ურჩიოს.

ზომიერი

მასწავლებლის ეს ტიპი, საზოგადოებაში რაიმე მყარ შეხედულებას არ წარმოშობს. ერთი შეხედვით რთულია, გაიგო თუ რას ფიქრობს. თუმცა, სინამდვილე ის არის, რომ მათ ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ, თავიანთი საგანი უყვართ და პროფესიაში ამ მიზეზის გამო არიან. მათი ერთი ნაწილი სამუშაო სკოლას ადგილმდებარეობის, ხოლო მეორე ნაწილი პირადი თუ სკოლის სპეციფიკასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ირჩევს. როდესაც საქმე მოსწავლეებისთვის რეკომენდაციის გაცემას ეხება, ამ ტიპის პედაგოგი, შესაძლოა, ნაკლები ენთუზიაზმით გამოირჩეოდეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება