სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინ მიიღებს გაფრთხილებას და ვინ მოიხსნება გამოცდიდან - „ნაეკის“ დამატებითი განმარტება
10-07-2022
-
+


ეროვნულები და მასწავლებლების გამოცდები უკვე დაიწყო, თუმცა პირველივე სესიებზე დაფიქსირდა გარკვეული გადაცდომები: ზოგმა დაიგვიანა, ზოგმა მობილური შეიტანა, ზოგმა კი პირდაპირ საგამოცდო დავალებას გადაუღო ფოტოა... შედეგად - „დისკვალიფიკაციაა“ და დაკარგული წელი, სწორედ ამიტომ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გამოცდაზე მოქცევის წესებს:

• გაითვალისწინეთ, რომ მერხზე არ უნდა დააწყოთ არც ერთი ნივთი, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდათ. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;

• პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე (ხარვეზიანი პასუხების ფურცელი შეიცვლება);

• პასუხების ფურცელზე კურატორის ან მეთვალყურის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად გადაიტანეთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;

• კურატორს ან მეთვალყურეს მხოლოდ ხელის აწევით შეგიძლიათ მიმართოთ;

ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი მოგცემთ მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;

• თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობას და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით ანიშნეთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებთ უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს;

• გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მეთვალყურე ან კურატორი შეგახსენებთ დროს, რათა დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა;

• დრო არავის დაემატება (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც სამედიცინო ცნობით დადასტურებული ფუნქციონალური დარღვევები აქვთ).

გამოსაცდელი გაფრთხილებას მიიღებს შემდეგ შემთხვევებში:

კურატორის ან მეთვალყურისათვის ტესტის შინაარსთან დაკავშირებული კითხვების დასმა;

• საგამოცდო პროცესის დროს საუბარი, ერთმანეთთან გადალაპარაკება ან რაიმე ფორმით ერთმანეთის დახმარების მცდელობა;

• მეთვალყურის ან კურატორის მითითებამდე ტესტზე მუშაობის დაწყება;

• საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ ტესტზე მუშაობის გაგრძელება;

• სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება;

• ნებადართული ნივთების გარდა სამუშაო მაგიდაზე სხვა ნივთების აღმოჩენა;

• პასუხების ფურცლის შესავსებად ცენტრის ან ცენტრის მიერ ნებადართული კალმის გარდა  სხვა  კალმის გამოყენება;

• პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვ.) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან.

ერთი გაფრთხილების შემდეგ იმავე ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება გამოცდიდან.

გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი:

• ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;

• დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;

• წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;

• ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში; 

• გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ;

• საგამოცდო პროცესის მონაწილე რომელიმე პირის/პირების მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღეს წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს და ახალისებს მოსწავლეთა ინიციატივებს

 

 

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები გამოირჩეოდა საინტერესო შინაარსიით

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს ამ მნიშვნელოვანი და ღირსეული ინიციატივისთვის“

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება