TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ვაკანსიებზე კონკურსის ორგანიზება და ფინანსური რესურსის მოძიება - კიდევ რა სასკოლო საკითხებში მონაწილეობს კათედრა
09-07-2022
-
+


კათედრების მუშაობის გზამკვლევი გამოქვეყნდა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ის უფლება-მოვალეობები, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში კათედრების ხელმძღვანელებმა უნდა შეასრულონ.

გთავაზობთ იმ მთავარ საკითხებს, რაშიც კათედრა უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს: სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება; საგნობრივი სასწავლო გეგმების შემუშავება; სკოლის ხედვისა და მისიის ფორმირება; სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება; სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა შედეგების გაუმჯობესების მიზნით; საგნობრივი სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა; სწავლების საერთო პრინციპებისა და მიდგომების შემუშავება; მოსწავლეთა აკადემიური მზაობის, სწავლის სტილისა და საჭიროებების შესწავლა და მისი გამოყენება სასწავლო პროცესში

როგორც ირკვევა, კათედრების მოვალეობაა ასევე, მასწავლებელთა საგაკვეთილო დაკვირვება და დაკვირვების გზით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად; მოსწავლეთა აკადემიური სირთულეების აღმოფხვრის მიზნით დროული, სისტემატური და მონაცემებზე დაფუძნებული ჩარევა; მოსწავლეების შეფასების თანამიმდევრული და მრავალმხრივი სისტემის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა; მოსწავლეთა შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გამოყენება სწავლების გაუმჯობესების, სირთულეების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრის მიზნით; კათედრები მონაწილეობენ სკოლის შინაგანაწესის შემუშავებაშიც, საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში მშობლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის;

ასევე ევალებათ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმის (ურთიერთდასწრება, სასწავლო ჯგუფები, კვლევითი ჯგუფები, მენტორობა და სხვ.) მიზნობრივი დანერგვა; გარედან შეთავაზებული პროფესიული განვითარების საშუალებების გამოყენება მასწავლებელთა პროფესიული ზრდისთვის; პროფესიული განვითარებისა და მოსწავლეთა საჭიროებების საპასუხოდ სათანადო რესურსების მოძიება, მოდიფიცირება და შექმნა; სწავლასა და წარმატებაზე ორიენტირებული, უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შექმნა; სასწავლო და ფინანსური რესურსების მოზიდვა/მოძიება და ეფექტიანი განაწილება სკოლის სასწავლო და ორგანიზაციული მიზნების განხორციელებისთვის; სკოლის თვითშეფასების სისტემის ჩამოყალიბება და მისი დანერგვის ხელშეწყობა; მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ორგანიზება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება