TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გამოცდა იმაზე მეტ ცოდნას მოითხოვდა ვიდრე დაწყებითების მასწავლებელს სჭირდება“ - ტესტიდან გამოსული პედაგოგების შეფასებები
07-07-2022
-
+


დაწყებითი საფეხურის გამოცდაზე გასული პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები საგამოცდო ცენტრებს ტოვებენ. მათი თქმით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო, თუმცა იმაზე მეტ ცოდნას მოითხოვდა, ვიდრე I-IV კლასის პედაგოგებს სჭირდებათ. Etaloni.ge-სთან გამოცდას მოქმედი პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები აფასებენ:

„საკითხები, რომლებიც ბიოლოგიიდან იყო, უფრო მეტად გამიჭირდა. იმაზე მეტი ცოდნა იყო საჭირო, ვიდრე დაწყებითის მასწავლებელს სჭირდება, თუმცა, საერთო ჯამში, ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო, იმედიანად ვარ”.

„ბიოლოგიიდან იყო, პარაზიტეზე იყო ერთი საკითხი, რა სახით მრავლდებოდა. მე გეოგრაფიული ნაწილი უფრო გამიჭირდა. საგამოცდო ტესტი საშუალო სირთულისაა”.

„ბუნებისმეტყველება ჩავაბარე და უმარტივესი იყო, იმაზე ადვილიც კი, ვიდრე ველოდი”.

„რუკა რისთვის გვქონდა, არ ვიცი, იქ გეოგრაფიული საკითხი დიდი არაფერი იყო. ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან საერთოდ სხვა თემები იყო, ვიდრე გასულ წლებში”. 

„ვფიქრობ, რომ ტესტი აქტუალურ კითხვებს შეეხებოდა. კოვიდზეც კი იყო კითხვა, როგორ ვრცელდებაო. ასევე დისკრიმინაციაზე, აქტუალურ დღევანდელ პრობლემაზე იყო.”

„დაწყებითის კომბინირებული გამოცდა ჩავაბარე, ძალიან სააზროვნო ტესტი იყო და სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვდა. დასაწერი თემა თანასწორუფლებიანობას ეხებოდა, კერძოდ, ქალისა და მამაკაცის უფლებებს. ყურადღებით ვწერდი და დიდი იმედი მაქვს, გამიმართლებს” - დღეს პირველ სესიაზე გასული აპლიკანტები დაწყებითის კომბინირებულ გამოცდას, ასევე დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველებასა და ქართულ ენასა და ლიტერატურას აბარებენ.

იხილეთ: ქალთა უფლებების შელახვა და პრობლემის აღმოფხვრის გზები - კიდევ რა წერეს მასწავლებლებმა გამოცდაზე

მასწავლებლებისთვის გამოცდა დღეს, 6 საგანში ჩატარდება - მინიმალური ბარიერი თითოეულ საგანში


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება