სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რამდენჯერაც წარუმატებლად გავედი გამოცდაზე, სკოლაში დასაცინი გავხდი” -  პედაგოგების განწყობები გამოცდის დაწყებამდე
07-07-2022
-
+


დაწყებითი კლასის პედაგოგთა და პედაგოგობის მხურვლეთა რეგისტრაცია ამ წუთებში მმდიარეობს. etaloni.ge - სთან გამოცდაზე შესვლამდე პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ გამოცდებს არ ემხრობიან, რომ მასწავლებლების რეალური შეფასება მხოლოს დაკლასო ოთახშია შესაძლებელი გაკვეთილის ჩატარებისას. თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც გამოცდა, ორ სხვადასხვა საგანში აქვთ ჩაბარებული, თუმცა სკოლაში დასაქმებას მაინც ვერ ახერხებენ.

„მასწავლებლების შემცირება უნდათ და აღარ იციან, რა ქნან. დამესწრონ გაკვეთილზე და ისე შემაფასონ, აქ რას იგებენ რა ვიცი და რა არ ვიცი. რაც ვიცი, იმასაც ვერ ვავლენ დამკვირვებლები რომ დამყურებენ. ეს არის მასწავლებლების დამცირება”;

„რამდენი წელია უკვე, ბულინგის მახვერპლი ვარ. რამდენჯერაც წარუმატებლად გავედი გამოცდაზე, სკოლაში დასაცინი გავხდი. ახლა იმიტომ გავდივარ, რომ ყველას დავუმტკიცო - ცდებოდნენ, უნდა რცხვენოდეს ყველას, ვინც მასწავლებლებს ამ გამოცდის შედეგების მიხედვით აფასებს”;

„რომ ვერ ჩავაბარო, დირექტორს ვეღარ შევხედავ თვალებში. გამოცდაზე მესამედ გავდივარ, 5 საათიც არ იყო ჩემთვის საკმარისი დრო და ახლა 4 საათში რას ვიზამ, არ ვიცი. სკოლაში მოწვეული მასწავლებლად ვარ და ძალიან მინდა უფროსის სტატუსი მივიღო”;

„ისე განვიცდი ამ გამოცდებს, რომ ნერვიულობისგან ყველაფერი მავიწყდება ხოლმე. მეორედ გავდივარ, პირველად რომ ვიყავი, 1 საათი მოვუნდი დამშვიდებას და დრო დავკარგე, სულ ვკანკალებდი”;

„სკოლაში არ ვმუშაობ. მინდა გამოცდა ჩავაბარო და დავსაქმდე. არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ არაფერი დამაკლდება, თუ ახლა არა, შემდეგ წელს კიდევ გავალ და ჩავაბარებ, გამოცდილებისთვის გავდივარ”;

„ინგლისური და ქართული მაქვს ჩაბარებული, ახლა დაწყებითის კომბინირებულზე გავდივარ, ამასაც ჩავაბარებ, მაგრამ ვიცი, სკოლაში ადგილს ვერ ვიშოვი. ვინ აღარ ჩავრიე და მაინც ვერ დავსაქმდი. გამოცდაჩაუბარებელ კადრებს ინარჩუნებებ პრინციპულად, ახლები არ უნდათ სულ რომ ტვინი გადმოგდიოდეს”;

„ეს გამოცდა არ უნდა იყოს მასწავლებლის განმსაზღვრელი. მოსწავლეებს გაუმარტივეს ყველაფერი, ყველა სტუდენტი ხდება, მასწავლებლებს ყველაფერს გვირთულებენ. რეფორმები თუ უნდათ,ზემოდან დაიწყონ, ჩვენ ნუ გვაწმენდენ ხელს ყველაფერზე”.

ცნობისთვის, დღეს, პირველი სესიაზე შემდეგ საგნებს აბარებენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV); ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური I-VI); ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური I-VI);

იხილეთ: მასწავლებლებისთვის გამოცდა დღეს, 6 საგანში ჩატარდება - მინიმალური ბარიერი თითოეულ საგანში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება