TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა საგამოცდო საკითხები - პედაგოგები ტესტის დეტალებზე საუბრობენ
06-07-2022
-
+


უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდიდან პირველი აპლიკანტები უკვე გამოვიდნენ. 175-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტებმა etaloni.ge-სთან გამოცდაზე მოსულ საკითხებზე ისაუბრეს.

„სიტუაციური ამოცანები იყო, ასევე სტრატეგიებზე - რა სტრატეგია შეიძლება გამოიყენო ამა თუ იმ სიტუაციაში. ვფიქრობ კარგი ქულები უნდა ავიღო. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართებაშიც იყო ღია კითხვები და სიტუაციური ამოცანები, რომლებიც ეროვნული სასწავლ გეგმიდან გამომდინარე უნდა გაგვეკეთებინა. მაგალითაც ერთ-ერთი ამოცანა ასეთი იყო - სპეციალური საჭიროებების მოსწავლისთვის დასახული იყო გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად მოკლევადიანი მიზნები და ერთ-ერთი სტრატეგია უნდა აგვერჩია, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად ეფექტური იქნებოდა“.

„მე კონკრეტულად სკოლის სპეციფიკით არ ვმუშაობ, მომიჯნავე სფეროში ვარ. ძირითადად, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით იყო. ასევე, კონკრეტული სირთულეები იყო მოცემული და რს სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ ეს სირთულეები დაიძლიოს. ასევე, ის კითხვა, რომელიც ალბათ, ყოველ წელს მეორდება - ტიპიური განვითარების ბავშვისთვის ინკლუზიური განათლების განვითარებას რა როლი და უპირატესობა აქვს. დახურული კითხვები ცოტა ორაზროვანი იყო - რამდენიმე პასუხი შეესაბამებოდა და მანდ არჩევანის გაკეთება ცოტა რთული იყო. მე ვფიქრობ, რომ გამოცდას თავი კარგად გავართვი. დახურულ კითხვებში რაღაც ეჭვები მაქვს, თუმცა ღია კითხვები ვფოქრობ, რომ სწორად მაქვს. დიდი ხანია, რაც მომიჯნავე სფეროში ვმუშაობ და მგონია, რომ მსგავსი გამოცდილება მქონდა. წელს გამოცდაზე პირველად გავედი“.

„აუტისტური სპექტრი იყო ხშირად და მასთან ქცევით მართვის სტრატეგიებზე დავალებები. ღია კითხვები იყო კიდევ, მოყვანილი იყო რაღაც კონკრეტული მაგალითები და სტრატეგია უნდა შეგერჩია, რა უნდა გააკეთოს ამ დროს მასწავლებელმა. ეს არის ძირითადი, რასაც ახლა ვიხსენებ. რაღაცები იყო, რაც ძალიან მარტივი იყო და რაღაცებს კონკრეტული პასუხი სჭირდებოდათ, რაც ალაბთ, უფრო ამომივარდა თავიდან, ვიდრე მსჯელობა და ღია კითხვები“. 

„რთული საკითხები არ იყო. ღია კითხვებიდან იყო ბულინგზე თემა, ასევე, ტანტრუმზე და სხვადასხვა სიტუაციაში რა სტრატეგიას გამოვიყენებდით და როგორ. ვფიქრობ თავი კარგად გავართვი და ვნახოთ, რა იქნება“.

„პირველ ყოვლისა, ხაზს გავუსვამ იმას, რომ საგამოცდო გარემო ძალიან კარგი იყო და საშუალება გვქონდა, რომ სრულყოფილად გვემუშავა. ერთი დავალება იყო სტიგმაზე, მშობლებს რომ შშმ ბავშვი ჰყავთ და ამის გამო დაძაბულები არიან. ეს დღევანდელობიდან გამომდინარე, ძალიან კარგად იყო მოყვანილი, რომ მშობლებს ამ სტრესის დაძლევაში უნდა დავეხმაროთ. ვფიქრობ, გამოცდა კარგად შევასრულე. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს ტრენინგებისა და ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში მუშაობის შედეგი იქნება“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება