სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი 10 სკოლას გამოარჩევს - დაინერგება ახალი პროგრამა
08-07-2022
-
+


თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სკოლებში კეთებით სწავლების ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ევროკომისიის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში ახალ პროექტს STEM Twinning იწყებს.

️კონკურენტუნარიანი გარემოსა და განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, საპილოტე სკოლები საქართველოს რეგიონებიდან შეირჩევა.

️პროექტის ფარგლებში მოხდება საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამასთან არსებული STEM კლუბის „ჩხირკედელა“ დანერგვა სკოლებში და საკლუბო აქტივობების სინთეზი eTwinning-ის პროექტებთან.

️გამოცდილება აჩვენებს, რომ საგაკვეთილო პროცესისგან განსხვავებით, კლუბური მუშაობის დროს, მოსწავლე დროში შეზღუდული არ არის და გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას კონკრეტული ინტერესების მიხედვით იმყარებს. როდესაც მოსწავლე საკუთარი ხელით აკეთებს, აწყობს რობოტს, სენსორულ „ჭკვიან ყუთებს“ და ა.შ., კეთებისას გაცილებით უკეთ აანალიზებს პროცესს, ვიდრე ინფორმაციის თეორიულად მიღებისას. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა სკოლის ასაკშივე დაიწყონ ციფრული ტექნოლოგიების სწორად გამოყენება, რაც თანამედროვე ახალგაზრდებისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევას წარმოადგენს. ინიციატივის ფარგლებში, საკლუბო მუშაობის დროს განხორციელებული ყველა პროექტი განთავსდება eTwinning-ის პლატფორმაზე, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს პარტნიორები ჰყავდეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სკოლებში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის eTwinning-ის პროგრამისა და საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის თანამშრომლები, საპილოტე პროექტისთვის რეგიონის 10 სკოლას შეარჩევენ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლების ცენტრის ბაზაზე გადამზადება.

სკოლებში საკლუბო მუშაობის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ცენტრის თანამშრომლები, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ რეჟიმში საჭირო კონსულტაციას გაუწევენ. სკოლების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. საბუთების გადარჩევა;

2. კლუბის წევრებთან გასაუბრება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება