TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის“ -  პრემიერის მიმართვა აბიტურიენტებს
05-07-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშილიც გამოეხმაურა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. როგორც პრემიერის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, წერია რომ ხელისფულებამ ყველაფერი გააკეთა იმისტვის, რომ აბიტურიენტებს მაქსიმალური კომფორტი დახვედროდათ.  

„ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში, შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.
 
მე ღრმად მწამს, რომ ცოდნა და განათლება, მეცნიერება და შემოქმედება არის ის, რასაც ჩვენი ქვეყნის განვითარება უნდა დაეფუძნოს. ამიტომ, მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით.

მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლასა და კეთილდღეობას.

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა თქვენთვის სრულფასოვანი, კომფორტული აკადემიური გარემოს შესაქმნელად, თქვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

საგამოცდო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობას ვუხდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა, რომ ჩვენი ახალგაზრდების შესაძლებლობათა გამოვლენისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შეექმნა.

კიდევ ერთხელ გისურვებთ, რომ წარმატებით გაართვათ თავი გამოცდებს და ღირსეულად შეუდგეთ ცხოვრების ახალ ეტაპს“, - აღნიშნულია განცხადებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება