| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები და სწავლის სფეროების მიხედვით განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადების გადანაწილება 2022-2028 წლებზე, - აღნიშნულ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ავრცელებს.
ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები 2022-2028 წლების განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ხელახალი აკრედიტაციის ვადები არ გავრცელდა იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მინიჭებული ჰქონდათ პირობითი აკრედიტაცია ან აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდათ ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციის მიერ.
2022-2028 წლებზე გადანაწილებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა