TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდები დაიწყო - მინისტრი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს მიმართავს
04-07-2022
-
+


4 ივლისს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აპლიკანტებს მიმართავს:

„დღეს, 4 ივლისს ჩვენს ქვეყანაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ჩვენთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, რადგან დღეს აბიტურიენტებისთვის ცხოვრების ახალი, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება.

მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზების პროცესში. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდებისთვის მშვიდი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი, რაც თითოეულ გამოსაცდელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.
მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს!

თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თქვენი პროფესიონალიზმით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს  დასრულდება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს მიიღებს.
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება