TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიძლება თუ არა გამოცდიდან შავად ნამუშევარი ფურცლების წამოღება?
07-07-2022
-
+


საგამოცდო ცენტრში აპლიკანტებს ე.წ. შავი ფურცლები ურიგდებათ. მათ საშუალება აქვთ, სანამ საბოლოო პასუხებს დაწერდნენ, იქამდე იფიქრონ, ჩაინიშნონ, იმსჯელონ, ეს ყოველივე კი შავ ფურცელზე უნდა გადაიტანონ.

როგორც წესი, შავი ფურცლები საკმაოდ „ნოყიერია“. მასზე აპლიკანტები ინიშნავენ როგორც ტესტური დავალების პასუხებს, ასევე წერენ ესეებს, მსჯელობენ, ბოლოს კი ნამუშევარი, საბოლოო სახით, პასუხების ფურცელში გადააქვთ.

ყველას სურს, რომ დაიმახსოვროს, როგორი ტესტი იქნება გამოცდაზე, შემდეგ კი, დასვენებული გონებით დაფიქრდეს და გადაამოწმოს, სწორად დაწერა თუ არა დავალება. ხშირად აბიტურიენტებს შავად ნამუშევარი ფურცლების სახლში წაღების სურვილი აქვთ, რათა მასწავლებელთან ერთად იმსჯელონ და განიხილონ შესრულებული დავალებების სისწორე. გამონაკლისი არც გამოცდაზე გასული პედაგოგები არიან. მათი დიდი ნაწილიც ხშირად ითხოვს საგამოცდო ცენტრიდან შავი ფურცლების სახლში წაღებას.

გამოგატანენ თუ არა ნამუშევარ ფურცლებს საგამოცდო ცენტრიდან?

შავი ფურცლების სახლში წაღება დაუშვებელია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ წესებში აღნიშნულია, რომ აპლიკანტმა მეთვალყურეს ან კურატორს, დადგენილი წესით უნდა ჩააბაროს შავი სამუშაოსათვის განკუთვნილი ფურცელი და პასუხების ფურცელი.

შავი ფურცლისა და პასუხების ფურცლის ჩაბარება უწყისში ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ, მხოლოდ ამის შემდეგ მოგეცემათ საგამოცდო სექტორის დატოვების უფლება.


იხილეთ ასევე: როგორ უნდა მოიქცეთ თუ პასუხების ფურცელში უკვე მონიშნულის გადასწორება დაგჭირდებათ? - თუ უჯრაში X სწორად არ ჩაიწერება, პროგრამა პასუხს ვერ აღიქვამს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება