TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

9 რჩევა, რომელიც აბიტურიენტებს გამოცდის დაწერისას დაეხმარება
03-07-2022
-
+


გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ბევრ სტატიას ნახავდით, სადაც არაერთი რჩევას მოგცემდნენ იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაატაროთ გამოცდის წინა დღე... არ დაიტვირთოთ, დაისვენეთ, გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ადრე დაიძინეთ და ა.შ. ამ რჩევებით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ გადავალთ საგამოცდო პერიოდზე - რა ხდება მაშინ, როცა საგამოცდო ცენტრში მიხვალთ და საკუთარ ადგილს დაიკავებთ.. ტესტის წერისას გარდა ცოდნისა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება ნამდვილად გამოგადგებათ უკეთესი შედეგის მიღებაში.

პირველი - შეინარჩუნეთ სიმშვიდე - როდესაც ფეხს შედგამთ საგამოცდო სივრცეში, შეეცადეთ ემოციებიც კარს მიღმა დატოვოთ. ეს დაგეხმარებათ კონცენტრაციასა და აზრების სწრაფად მოკრებაში.

შეისვენეთ გამოცდის მსვლელობის დროს - გამონახეთ თუნდაც რამდენიმე წამი, რომ შეისვენოთ, თავისუფლად ამოისუნთქოთ და გაიაზროთ, რომ ყველაფერს შეძლებთ. თუნდაც მცირეხნიანი გადართვა საგამოცდო საკითხიდან, თქვენს გონებას გადატვირთვის საშუალებას მისცემს.

ჩანაწერებისთვის გამოიყენეთ შესაბამისი ფურცლები - თუ თქვენ დისკომფორტს გიქმნით პირდაპირ საგამოცდო ფურცელში წერა და გსურთ დამატებითი ფურცლით სარგებლობა, ამისთვის შავი ფურცელი გაქვთ, სადაც თავისუფლად შეგიძლიათ წეროთ. შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატებითი ფურცელიც. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ პასუხების ფურცელი მოწმდება.

შეიმუშავეთ ნაშრომის გადახედვის ტაქტიკა - ნაშრომის ჩაბარებამდე, სასურველია, გადახედოთ თქვენს ნამუშევარს. იმისთვის, რომ ეს ეფექტუნი აღმოჩნდეს, სასურველია წინასწარ დაგეგმოთ როგორ შეამოწმებთ პასუხების ფურცელს, მაგალითად: გაჰყვებით ტესტების რვეულს და ყველა ტესტს სათითაოდ გადაამოწმებთ თუ მხოლოდ იმას ჩახედავთ, ყველა კითხვაზე მონიშნულია თუ არა პასუხი. როდესაც ამგვარი საკითხები განსაზღვრული გექნებათ, საგამოცდო დრო უფრო ნაკლებად სტრესული იქნება.

კარგად გაიაზრეთ დასმული ამოცანის შინაარსი- ნუ დაზოგავთ დროს კითხვის გააზრებაზე. დასმული ამოცანა წაიკითხეთ და გაიაზრეთ ყურადღებით. სწორად აღქმული შეკითხვა დაგეხმარებათ პასუხის სწრაფად მოფიქრებაში.

შეიქმენით კომფორტი - თუ თქვენი ინვენტარი დაზიანებულია ან თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს სხვა საკითხი, აუცილებლად გაესაუბრეთ ორგანიზატორს და მაქსიმალურად შეეცადეთ ყველა სკითხი გადაჭრათ გამოცდის დროის დაწყებამდე.

ნუ შეცვლით ნაშრომს ბოლო წუთებზე - თუ გამოცდის დასასრულს თქვენი ნაშრომის შეცვლის იდეა გაგიჩნდებათ, ნუ გარისკავთ! შეეცადეთ დიდი ცვლილებები ბოლოსთვის არ დაიტოვოთ.

წინასწარ შეისწავლეთ, სად მდებარეობს თქვენი საგამოცდო ცენტრი - სასურველია წინასწარ იცოდეთ სად მოგიწევთ მისვლა, რა დრო გჭირდებათ სახლიდან საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელად და რა ტრანსპორტით შეძლებთ მისვლას. ასე თავიდან აირიდებთ დაგვიანების რისკს.

იყავით თავდაჯერებული - ყველა რჩევა აზრს დაკარგავს, თუ საკუთარი თავის რწმენა არ გექნებათ! გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების, შესაძლებლობების რომელიც უსაზღვროა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება