სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული გამოცდების ჩატარების წესში ცვლილება შევიდა - მინისტრის ბრძანება 1-ელ ივლისს გამოქვეყნდა
02-07-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების წესში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ცვლილება შევიდა.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:

ა) ცენტრი უფლებამოსილია, იმ აბიტურიენტებისათვის, რომელთაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება საგამოცდო დღეს ან საგამოცდო დღემდე 7 დღის განმავლობაში COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განსაზღვროს შესაბამისი საგნის დამატებით ერთი საგამოცდო სესია;

ბ) ცენტრი ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა შესახებ ეყრდნობა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რისთვისაც ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულად, დაცული დოკუმენტის სახით სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს იმ აბიტურიენტების თაობაზე ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო), რომლებიც არ გამოცხადდნენ შესაბამის გამოცდაზე. ცენტრი უფლებამოსილია, დაცული ფორმით მიიღოს სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისაგან ინფორმაცია იმ აბიტურიენტების შესახებ, რომელთაც დაუდასტურდათ COVID-19-ის ინფექცია შესაბამის გამოცდამდე 7 დღის განმავლობაში. ცენტრსა და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეშვეობით;

გ) ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების მონაწილეობას შესაბამის გამოცდაზე, რომლებიც ვერ შეძლებენ საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში სულ მცირე ერთი დღე-ღამით ყოფნის, ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების ან საქართველოს სახელით საერთაშორისო სპორტულ ტურნირში მონაწილეობის გამო;

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულმა პირებმა შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში უნდა წარმოადგინონ სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის/ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აბიტურიენტის მონაწილეობას საერთაშორისო სპორტულ ტურნირში საქართველოს სახელით;

ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაბამის გამოცდაზე დაიშვებიან მხოლოდ ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ, იმ შემთხვევაში, თუ გამოცდა ტარდება რამდენიმე დღეს/რამდენიმე სესიად და ამ პირთა დაშვება ტექნიკურად შესაძლებელია;

ვ) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის;

ზ) ამ პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ცენტრის მიერ მიღებული მონაცემები ცენტრში ინახება ერთი წლის ვადით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ნადგურდება;

თ) დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

სიახლეები

მასწავლებლებს თანხის დასაბრუნებლად ვადა 11 მაისის ჩათვლით აქვთ - დეტალები

ფაშიზმზე გამარჯვების დღე - რატომ ზეიმობენ ევროპული ქვეყნები 8 მაისს,  ჩვენ კი, 9 მაისს

რა პოზიციაზე აცხადებს კონკურსს მანდატურის სამსახური

ვინ არის ვახტანგ ცაგარელი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

პიროვნება

„როცა ვხედავ, ჩემი გაზრდილი ბავშვები მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან, ვხვდები, რომ ჩვენი შრომა ფასდება“...

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სკოლები
ახალგაზრდა თეატრალებმა დიდი პასუხისმგებლობით მოირგეს პერსონაჟების სახეები
 
 
 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეთა სამსახიობო და მეტყველების უნარების განვითარება თოჯინების მართვის საშუალებით

ირგანჩაის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში

საინტერესო

„ინდივიდუალური სწავლება მცირეკონტიგენტიანი სკოლების უპირატესობაა“ - ბაითალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნურადდინ აბბასოვი

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება