სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

 გამოცდების პროცესში სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი ჩაერთვება - განათლების სამინისტრო
01-07-2022
-
+


მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად, გამოცდების დაწყებამდე საორგანიზაციო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა და მათთან გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი დეტალურად განიხილა.  

„საორგანიზაციო ჯგუფს ნუნუ მიცკევიჩი უხელმძღვანელებს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზებაში, მიიღებს ინფორმაციას გამოცდების მიმდინარეობის პროცესში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესში გაწეული შრომისათვის და აღნიშნა, რომ საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რათა ეროვნულ გამოცდებზე თითოეულმა აბიტურიენტმა სრულფასოვან და აკადემიურ გარემოში შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თანაბარი, მშვიდი და კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად ყოველ წელს იქმნება სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულნი არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები, ასევე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, შპს მაგთიკომის, შპს „სქაიტელისა“ და სს თელასის წარმომადგენლები. აღნიშნული უწყებები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ საგამოცდო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და ზედამხედველობას უწევენ გამოცდების მიმდინარეობას.
 
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ქვეყნის მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია 22 საგამოცდო ცენტრი, რომლებიც დარეგისტრირებულ 90 000-მდე გამოსაცდელს – აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს მიიღებს“, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება