სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდაზე გამსვლელებმა საკუთარი უფლებები უნდა იცოდნენ - შესაძლებელია პასუხის ფურცლის შეცვლა
03-07-2022
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპლიკანტებს გამოცდაზე მოქცევის წესებს აცნობს, რომელიც ყველა გამოსაცდელის უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.

აღნიშნული წესები სექტორში სამუშაო პირობების შექმნასა და პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვაზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, აპლიკანტებმა უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებებიც.

გაეცანით საგამოცდო სივრცეში მოქცევის წესებსა და თქვენს უფლებებს:

  • გაითვალისწინეთ, რომ მერხზე არ უნდა დააწყოთ არც ერთი ნივთი, გარდა იმ ნივთებისა, რომლებიც გამოცდის დაწყებამდე დაგირიგდათ. წყალი პლასტმასის ბოთლით შეგიძლიათ დადგათ იატაკზე;
  • პასუხების ფურცელს დაკვირვებით გადახედეთ კურატორთან ან მეთვალყურესთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ის დაუზიანებელია, რის შემდეგაც სექტორის უწყისში მოაწერთ ხელს დაუზიანებელი პასუხების ფურცლის მიღების თაობაზე (ხარვეზიანი პასუხების ფურცელი შეიცვლება);
  • პასუხების ფურცელზე კურატორის ან მეთვალყურის მიერ დაკრული შტრიხკოდის ნომერი თავად გადაიტანეთ სექტორის უწყისის შესაბამის გრაფაში;
  • კურატორს ან მეთვალყურეს მხოლოდ ხელის აწევით შეგიძლიათ მიმართოთ;
  • ტესტზე მუშაობის დაწყება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეთვალყურე ან კურატორი მოგცემთ მითითებას და დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა;
  • თუ დროზე ადრე დაასრულებთ ტესტზე მუშაობას და პასუხების ფურცლის შევსებას, ხელის აწევით ანიშნეთ მეთვალყურეს ან კურატორს, რომლებსაც დადგენილი წესით ჩააბარებთ შავი სამუშაოსათვის განკუთვნილ ფურცელსა და პასუხების ფურცელს, რასაც დაადასტურებთ უწყისში ხელმოწერით და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვებთ საგამოცდო სექტორს.

გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოიხსნება პირი:

- ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში;

- დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში;

- წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან ამის მსგავს შემთხვევაში;

- ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.

გამოსაცდელი უნდა დაემორჩილოს გამოცდის კურატორის, მეთვალყურის ან სხვა პასუხისმგებელი პირის გადაწყვეტილებას, მათ შორის, გამოცდიდან მოხსნის შესახებ.

საგამოცდო პროცესის მონაწილე რომელიმე პირის/პირების მიერ დადგენილი პროცედურის დარღვევის შემთხვევაში, უფლება გაქვთ იმავე დღეს წარმოადგინოთ საპრეტენზიო განაცხადი საგამოცდო ცენტრის შენობაში.


იხილეთ ასევე: გამოცდაზე დაშვებული ნივთების სიას „ნაეკი“ აქვეყნებს

2022 წლის მთავარი სიახლე და გამოცდების ეროვნული ცენტრის გაფრთხილება აბიტურიენტებს

წესები, რომლებიც გამოცდაზე უნდა დაიცვათ - მეორე გაფრთხილებაზე აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნება


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

აღმზრდელებისთვის ახალი სამნაწილიანი გზამკვლევი შემუშავდა

საგამოცდო ცენტრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებენ - NAEC პირველი გამოცდას 2 ივლისს ჩაატარებს 

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა სცენაზე ლუი ამსტრონგის, ივანე და ზაქარია ფალიაშვილების, ასევე ჩინელი ბიჭის იუნსუს შთამაგონებელი ცხოვრება გააცოცხლეს

დავალებაზე მუშაობისას მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე ხალისითა და დიდი ინტერესით იმუშავეს, კლასში კი შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება