| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლე ალექსი მიქაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადის.
მას izrune.ge-სგან წარმატების დამადასტურებელი დიპლომები უკვე გადაეცა. აღსანიშნავია რომ, ამასთან ერთად, ალექსი მიქაძე დაჯილდოვდა izrune.ge-ს კლასიდან კლასში გადასვლის - „მოსწავლის მზაობის სერტიფიკატით“, რაც იმის დასტურია, რომ მან წარმატებით დაძლია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მისი ასაკის შესატყვისი კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და აქვს მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი შესატყვისი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.
დიპლომები მოსწავლეს სკოლის დირექტორმა მერაბ ნუცუბიძემ, მოადგილემ მაია ფხაკაძემ და საყვარელმა პედაგოგმა ელენე მჭედლიძემ გადასცეს.
„ქუთაისის N16 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლე ალექსი მიქაძე წლის მანძილზე აქტიურად ერთვებოდა ინტელექტუალურ ტურებში, შედეგმაც არ დააყოვნა და ალექსიმ წარმატებით დაძლია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მისი ასაკის შესატყვისი კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა, მას აქვს მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი შესატყვისი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები. ასე ლამაზად და სრულფასოვნად შეაფასა izrune.ge-მ პირველი კლასის მოსწავლე. ეს დღე დაუვიწყარი იქნება ალექსისთვის
მადლობა izrune.ge-ს, „ეტალონს“ და მთელ შემოქმედებით გუნდს“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ