| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ.
სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც პირველ მასწავლებელს გაიანე ჯიშკარიანს გამოემშვიდობნენ. პედაგოგმა საყვარელ მოსწავლეებს სამახსოვრო ვიდეორგოლი და ემოციური წერილი მიუძღვნა.
„ჩემო პატარა მეგობრებო, ჩემო მერცხლებო, აი, ოთხი წელიც გაფრინდა... თბილად გამახსენდება თქვენთან გატარებული ყოველი დღე.
თქვენ სამყაროს მარგალიტები ხართ. ახალი ეპოქის ადამიანები. შრომით ყველაფერს შეძლებთ, მთავარია, არ გაჩერდეთ. მჯერა, თქვენით იამაყებს საქართველო. ბედნიერებას და ნათელ მომავალს გისურვებთ.
მომენატრებით... “,- ვკითხულობთ გაიანე ჯიშკარიანის წერილში.
იხილეთ ვიდეორგოლი:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ