სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვინდა მადლობა გამოვხატოთ ჩვენი პირველი მასწავლებლის მიმართ“- ​ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მერვეკლასელთა ემოციური წერილი
30-06-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და მეოთხე კლასის მოსწავლეები პირველ დამრიგებელს დაემშვიდობნენ.

სკოლაში 15 ივნისს მეოთხეკლასელების ღონისძიება - „ბავშვობა თოკის ერთი ბოლოა მხოლოდ“ ჩატარდა, რომლის ორგანიზატორები მერვეკლასელები იყვნენ.

მერვეკლასის მოსწავლეებს ორგანიზების დროს წარსული ემოციები გაახსენდათ, როდესაც თავად დაემშვიდობნენ პირველ ამაგდარ დამრიგებელს.

სწორედ ამ ემოციების გამოძახილით მერვეკლასელებმა პირველი მასწავლებელს წერილი მიუძღვნეს. 

ემოციური წერილის ავტორები კი სანდრო ქებურია და მარიამ მებონია გახლავთ.

„როცა მზევინარ მასწავლებელმა გვთხოვა მეოთხე კლასელების გასაცილებელ ღონისძიების ორგანიზება და მონაწილეობა, განგვიახლდა მიძინებული ემოციები: სევდა, ღიმილი, მონატრება, დამშვიდობების ცრემლები და მისი სიტყვები, რომ მეგობრობა მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა სკოლაში და სკოლის კედლებს გარეთ. დღესაც ჩვენი სიხარული და სატკივარი მიგვაქვს მასთან.

მთელი ცხოვრება თან გვდევს სიტყვები, ფრაზები, შეგონებები, ის ხომ ხშირად გვიმეორებდა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილის ფრაზებს: „წარმატება გვაერთიანებს“, „ერთხელ გამარჯვება ნებისმიერს შეუძლია, წარმატებისკენ მუდმივად სწრაფვა მხოლოდ გამორჩეულებს“, „ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარებას“ გვასწავლიდა. მზევინარ მასწავლებელი ხომ იქ დგას სადაც დახმარებაა საჭირო. დიდი ინტერესით და ხალისით ჩავერთეთ ღონისძიებაში. იყო ბევრი ლექსი, სიმღერა, აგრეთვე წარმოვადგინეთ თენგიზ ჩანტლაძის მინი სპექტაკლი „სკოლა“.    

მასწავლებელმა ტრადიციად აქცია სიმბოლურად წიგნების ჩუქება და ამჯერადაც IV კლასის მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა, რომლებშიც სამახსოვრო ბარათები იყო მოთავსებული... ჩვენც გვახსოვს მასწავლებლის მიერ ნაჩუქარი წიგნი, რომელიც სამაგიდო წიგნია ჩვენთვის და რომელიც ლამაზ მოგონებებს ინახავს სამახსოვრო ბარათთან ერთად.

ამ წერილით გვინდა მადლობა გამოვხატოთ ჩვენი პირველი მასწავლებლის მიმართ, გვინდა გითხრათ მასწავლებელო იმედი გვაქვს თქვენს შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, თქვენ წარუშლელი კვალი დატოვეთ: მადლობა მასწავლებელო სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის, ამაგისთვის და წარსულისთვის, რომელიც ბედნიერი მომავლის გასაღებია“, - ვკითხულობთ მერვეკლასელების წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება