| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა, მშობელთა მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში წარმოგიდგენთ ვებინარს - „ტრანზიცია ბაღიდან სკოლაში, ბავშვისა და მშობლის მხარდაჭერა და ჩართულობა“.
ბაღიდან სკოლაში ბავშვების ტრანზიციის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის წარმატებით დაწყების წინაპირობაა. ტრანზიციის მხარდაჭერის პროცესში მნიშვნელოვანია ბაღის, სკოლისა და ოჯახის შეთანხმებული მოქმედება.
ვებინარი განკუთვნილია: მშობლებისთვის, რომლებიც ემზადებიან ბავშვის ბაღიდან სკოლაში ტრანზიციისთვის; ბაღის აღმზრდელებისათვის და სპეციალური მასწავლებლებისათვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ბავშვის ადრეულ განათლებაში; სკოლის მასწავლებლებისათვის, რომლებიც მუშაობენ დაწყებით კლასებში; სკოლებში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისათვისა და ფსიქოლოგებისათვის.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება:
ტრანზიციის პროგრამის არსი და მნიშვნელობა - რა უნდა იცოდეს მშობელმა ტრანზიციის შესახებ?
რას გრძნობს მშობელი სკოლის დაწყების წინ? მშობლის მოლოდინები სკოლის მიმართ;
როგორ ამზადებს მშობელი ბავშვს სკოლაში წასვლისთვის, რა არის სასკოლო მზაობა და როგორ ხდება მისი ფორმირება?
რა ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა ბავშვის სკოლაში მიყვანამდე? ვინ არის მშობლის მხარდამჭერი რგოლი?
ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა და მშობლის ჩართულობა ტრანზიციის გეგმის შემუშავებაში;
მშობლებისთვის განკუთვნილი არსებული რესურსები ტრანზიციის პროცესის მხარდასაჭერად.
️თემი წარმდგენი: მარიამ ხვადაგიანი - ნეიროფსიქოლოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი.
მოდერატორი: თეონა ხოსიტაშვილი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების პროგრამის მენეჯერი.
ვებინარი გაიმართება 28 ივნისს, 16:00 საათზე, პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით.
ვებინარზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს