| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლის ჭადრაკის მასწავლებელმა - ვაზგენ თოსუნიანმა საჭადრაკო ტურნირში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ წარმატებით იასპარეზა.
ვაზგენ თოსუნიანი საჭადრაკო ოლიმპიადის რეგიონული ტურნირის ჩემპიონია.
წელს, საქართველოს სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველმა მასშტაბურმა ოლიმპიადამ - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ - აიღო სტარტი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრში განსაკუთრებული წარმატებით დადეშის საჯარო სკოლის ჭადრაკის მასწავლებელმა, ვაზგენ თოსუნიანმა იასპარეზა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ტურნირში მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტის (ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა) სკოლების პედაგოგები მონაწილეობდნენ. დაძაბულ და კონკურენტულ ორთაბრძოლებში ვაზგენ თოსუნიანმა თავისი პროფესიონალიზმი, ოსტატობა და საქმისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ დაამტკიცა - მან რეგიონის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ფინალური ტურნირის საგზურიც დამაჯერებელი გამარჯვებით დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ვაზგენ თოსუნიანი გამორჩეული პედაგოგია, რომელიც მუდამ ზრუნავს თავის მოსწავლეებზე, მათ განვითარებაზე და თავისი მრავალმხრივი სპორტული და საგანმანათლებლო საქმიანობით დიდი წვლილი შეაქვს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. იგი თითოეულ ბავშვს უნერგავს ლოგიკური აზროვნების, მიზანსწრაფვისა და სირთულეების დაძლევის უნარს. მისი თაოსნობით ახალგაზრდები ინტერესით ერთვებიან სპორტულ აქტივობებში, რაც მათ მავნე ჩვევებისგან არიდებს და მომავალი წარმატებებისთვის ამზადებს.
როგორც რეგიონის საუკეთესო ჭადრაკის მასწავლებელს, ვაზგენს გამარჯვებულის თასი, შესაბამისი დიპლომი და მედალი გადაეცა. ოლიმპიადა, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 511 პედაგოგი მონაწილეობს, მიზნად ისახავს სკოლებში ჭადრაკის პოპულარიზაციას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. დადეშის საჯარო სკოლის პედაგოგის ეს წარმატება საამაყო მაგალითია როგორც სოფლისთვის, ისე მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
წინ დეკემბერი და თბილისის ფინალია, სადაც ვაზგენ თოსუნიანი რეგიონების სხვა გამარჯვებულ მასწავლებლებთან ერთად ქვეყნის მთავარი ტიტულისა და „ნონა გაფრინდაშვილის თასისთვის“ იბრძოლებს.
სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას