სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ეტალონმა“ თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
24-06-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილე IX კლასის მოსწავლე ალიმა გიულალიევას „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. VIII კლასის მოსწავლე აინურა მუსტაფაევა კი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

23 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი გარდაბნელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „გარდაბნის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი დღეს, 24 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში იმართება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
„გისურვებთ, სასწავლო წელი როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის ყოფილიყოს წარმატებული“
 
 

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება