სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N124 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელები ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვივნენ
23-06-2022
-
+


მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა სახის საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები ხორციელდებოდა.

მათ შორის ერთ-ერთი აღსანიშნავი კი ის იყო, რომ 14 მაისს მე-5ა, მე-5ბ და მე-5ე კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

მუზეუმი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც თავმოყრილია საბუნებისმეტყველო, მატერიალური და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმი კმოიცავს 52 ჰექტარს და დაყოფილია 11 ზონად. ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები გამოფენილია 10 ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ზონაში. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. ერთ-ერთი ზონა ეთმობა ისტორიულ-არქეოლოგიურ ძეგლებს, რომელთა შორისაა V-VI საუკუნის სიონის ბაზილიკა, ძვ.წ. II ათასწლეულის დოლმენი (აკლდამა) აფხაზეთიდან და საფლავის ქვების მდიდარი კოლექცია.

მუზეუმში წარმოდგენილია 8 ათასზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპონატი. ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ნიმუშები; საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა.

მოსწავლეებმა ერთი დღე გაატარეს მუზეუმის ტერიტორიაზე, შემეცნებით საგანმანათლებლო აქტივობების შემდეგ სპორტული აქტივობებით დაკავდნენ.

ორგანიზატორები კი: ანა ბაჩიაშვილი, სოფიო ჩიქოვანი და ვასიკო ჯანგებაშვილი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება