სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვის ეკრძალება სამეურვეო საბჭოს წევრობა? - არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება
13-06-2022
-
+


სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები 20 ივნისს ჩატარდება, კანდიდატებს რეგისტრაციისთვის 1 დღე დარჩათ. სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი კანდიდატურა 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი დადგენილია სამინისტროს მიერ. არჩევნები კი ტარდება ფარული კენჭისყრით.

ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად სამეურვეო საბჭოს წევრობა ეკრძალება:

  • სკოლის დირექციის წევრს;
  • მოსწავლის მშობელს, რომელიც, ამავდროულად, ამავე სკოლის თანამშრომელია.

გარდა ამისა, საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტისა და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები (გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში).

შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოა. ის ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, შინაგანაწესს, აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას, გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე და ა.შ.

სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისა და სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისგან. 

არჩეული სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

იხილეთ ასევე: პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს რეგისტრაციისთვის 6 დღე აქვთ - სამინისტროს განცხადება

სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება