სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ჩვენი მასწავლებლები შესაძლებლობის ფარგლებში აკეთებენ ყველაფერს“... - თამარ მახარაშვილი
08-06-2022
-
+


გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებულ აღმზრდელებსა და პედაგოგებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თამარ მახარაშვილი: „ჩვენი მასწავლებლები სისტემატურად არიან ჩართული მოზარდებში გარემოს დაცვითი საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში. პედაგოგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკურსი „მწვანე ჯილდო“ და ისინი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებენ ყველაფერს, რათა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვონ“.

გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადასცა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.

კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და ხელს უწყობენ სკოლებში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების დანერგვას. აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროცესში გარემოსდაცვითი სახელმძღვანელოების ინტეგრირება მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს.

2022 წლის კონკურსში „მწვანე ჯილდო“ აღმზრდელები და პედაგოგები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება კი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს გაიმართა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა. მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნის კამპანიის სლოგანია „მხოლოდ ერთი დედამიწა", რომელიც ფოკუსირებულია „ბუნებასთან ჰარმონიაში მდგრადად ცხოვრებაზე”.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება